ავტორი:

ზღვაზე დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს - ურეკში 3-ბალიანი შტორმია

ზღვაზე დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს - ურეკში 3-ბალიანი შტორმია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაბა ურეკში, 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

“მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები”, - აცხადებენ უწყებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია