ავტორი:

"სახლის დიზაინი ჩემს ქმარს ეკუთვნის"  - რატომ აღარ ბრუნდება წყნეთიდან თბილისში ნინო ორდენიძის ოჯახი

"სახლის დიზაინი ჩემს ქმარს ეკუთვნის"  - რატომ აღარ ბრუნდება წყნეთიდან თბილისში ნინო ორდენიძის ოჯახი

ნინო ორდენიძე საზოგადოებამ პოდიუმიდან გაიცნო. წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, ლევან გვაზავასთან დაოჯახების შემდეგ, ნელ-ნელა პოდიუმს ჩამოშორდა და მთელ დროს შვილების - დოდოშკას და მაშოს აღზრდას უთმობდა. ბავშვები წამოიზარდნენ, ნინომ კარიერისთვის მოიცალა და სამოქალაქო აქტივისტობიდან თბილისის საკრებულოში გადაინაცვლა.

ნინომ და ლევანმა დაქორწინების შემდეგ ვაკეში რამდენიმე ბინა გამოიცვალეს, თუმცა, საბოლოოდ დაფუძნება წყნეთში გადაწყვიტეს. გაარემონტეს სააგარაკო სახლი და ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასახლდნენ.

"დავიბადე და გავიზარდე კერძო სახლში ქიაჩელის ქუჩაზე. გათხოვების შემდეგ კი ჯერ ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე - ატენზე, შემდეგ - ბაგებში, მაგრამ ვერაფრით შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. ეს სახლი სააგარაკოდ გვქონდა, ზაფხულობით რომ ამოვდიოდით, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა.

ძველი რემონტის მიუხედავად, აქ ყოფნა მაინც ყველაფერს მერჩივნა. არ შემიძლია ეს სადარბაზო, კორიდორული სისტემა, კორპუსი და რა ვქნა?! ჩემი მეუღლეც გიჟდება საკუთარ სახლზე, სულ უნდოდა, რომ გვქონოდა ეზო, სადაც ეყოლებოდა ბევრი ძაღლი და ეს სურვილიც აისრულა" - გვიყვება ნინო.

სახლი ორსართულიანია. ქვედა, ე.წ. ნულ სართულზე ოჯახის უფროსის, ლევანის „რეზიდენციაა“, სადაც მარანს აკეთებს. ვინაიდან ჯერ სამუშაოები დასრულებული არ იყო, გადაღებისგანაც თავი შევიკავეთ.

პირველ სართულზე დიდი ჰოლი, მისაღები, კაბინეტი, აბაზანა, სამზარეულო და ტერასებია განთავსებული.

- შარშან დავიწყეთ სახლის რემონტი. ვიფიქრეთ, ხელს შევავლებთ, რომ ზაფხულისთვის გვქონდეს-თქო, მაგრამ ისეთ აზარტში შევედით, რომ საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, საფუძვლიანად გაგვეკეთებინა და აქ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად.

წელიწადში თითქმის 5 თვე, მაისიდან - ოქტომბრამდე, მაინც აქ ვიყავით, და სულ ვწელავდი თბილისში დაბრუნების დროს. მაშინ ასეთი გათბობა და პირობები არ გვქონდა და ზამთარში ვერ ვრჩებოდით, ახლა, როცა უკვე ყველანაირი კომფორტია შექმნილი, ალბათ აღარასდროს დავბრუნდები კორპუსში. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სუფთა ჰაერია, თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია სუნთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაგები, სადაც ბოლოს ვცხოვრობდით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილად ითვლება, წყნეთი მაინც სულ სხვაა. მასთან განსაკუთრებული, ბავშვობის მოგონებები მაქვს.

სამსახურში რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე, არსად აღარ მინდა წასვლა. როცა მეგობრები რაიმეს აღვნიშნავთ ან დღესასწაულია, აღარ განიხილება სხვა ადგილი, აქ ვიკრიბებით, ჩემთან. არანაირად არ მიჭირს აქედან სამსახურში სიარული, არც ბავშვებს აქვთ პრობლემა. ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია ტაბახმელაში ცხოვრობს და სულ მიკვირდა, ამხელა გზაზე როგორ დადიოდა, მაგრამ გზას საერთოდ ვერ ვგრძნობო, - მპასუხობდა, და მეც ასე ვარ, ახლა მივხვდი, რას გულისხმობდა. 7-10 წუთში ვარ თბილისში, საბურთალოდან რუსთაველზე გასვლა შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე აქედან ჩასვლა. ბავშვები ბაგებში სწავლობენ წმინდა გიორგის სკოლაში, ამიტომ მათთვისაც ძალიან იოლია, რამდენიმე წუთში ჩადიან და ამოდიან.

სახლში თანამედროვე სტილის ინტერიერია, თუმცა რეტრო სტილი ძველებური ავეჯითა და ნივთებითაა შეტანილი. შესასვლელში ძველებური სარკეებიანი კარადა მომხვდა თვალში. აღმოჩნდა, რომ ეს კარადა ვარდის ხისგან ყოფილა დამზადებული და ნინოს განსაკუთრებლად უყვარს, რადგან ბებომ აჩუქა.

მისაღები ჰოლისგან სვეტებითაა გამოყოფილი, ბუხარი და რბილი სამეული ერთ სივრცეშია განლაგებული, მეორე ნაწილში კი დიდი მაგიდა დგას სკამებთან ერთად, სადაც ოჯახი სტუმრებს მასპინძლობს ხოლმე.

- რემონტი შარშან, ოქტომბრის დასაწყისში დავიწყეთ და ცხრა თვეში გადმოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი წოდებით გენერალ-მაიორია და მთელი თავისი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა, სახლის დიზაინი, გაგიკვირდებათ და, მას ეკუთვნის (იღიმის). იმ პერიოდში იყო არჩევნები, ჩართული ვიყავი ამ ამბებში და ტელეფონით გვქონდა კონსულტაციები, ვათანხმებდით, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, მას კი სისრულეში მოჰყავდა წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ