ავტორი:

თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

მეც ძალიან ხშირად გამოვსულვარ დემონსტრაციებზე პარლამენტის წინ. ვფიქრობ, კარგი მესიჯია, რომ მათ სურთ თავისი აზრი გამოთქვან, თუმცა თუ მათ უნდათ მიმართონ საერთაშორისო სტუმრებს, უკეთესი იქნებოდა თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებდნენ, მაგრამ არაუშავს, სავარაუდოდ, ეს საშინაო საქმეები იყო, - ასე უპასუხა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ქართველ ჟურნალისტებს, შს მინისტ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან მიმდინარე აქციების შესახებ შეკითხვაზე.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების კონკრეტულ მოთხოვნებს, კლაუდია როთი დადებითად აფასებს იმას, რომ ხელისუფლება 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე თანახმაა. ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დადგეს კოალიციის შექმნის აუცილებლობა.

"როგორც ვიცი, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ახალი საარჩევნო სისტემის შემოღება, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია. უკვე 2020 წლისთვის საქართველოში იქნება განსხვებული ტიპის არჩევნები. შემიძლია წარმოვიდგინო პროპორციული სისტემა და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამ შემთხვევაში იქნება პოლიტიკური მრავალფეროვნება და პოლიტიკური მოძრაობების მრავალფეროვნება, რაც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში. ეს სავარაუდოდ, გააერთიანებს პარტიებს, ოჯახებს და დიდი ალბათობით, გაჩნდება კოალიციის შექმნის აუცილებლობა, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის მოდელი, როდესაც გამარჯვებული სარგებლობდეს მთელი ძალაუფლებით", - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."