ავტორი:

5 უპირატესობა, რომელიც გარეუბანში ცხოვრებას აქვს

5 უპირატესობა, რომელიც გარეუბანში ცხოვრებას აქვს

თბილისის 10-15 წლის წინანდელი ფოტოების დათვალიერებისას გამწვანებისა და დიდი სივრცეების მიმართ ნოსტალგია ბევრ თქვენგანს გაუჩნდება. სამწუხაროდ, მწვანე საფარის დიდი ნაწილი ცენტრალურ უბნებში ქაოტურმა ურბანიზაციის პროცესმა შთანთქა.

საბოლოოდ, გავაცნობიერეთ, რომ არცერთი მშენებლობა არ უნდა დავუშვათ მწვანე სივრცის გარეშე, თუმცა ქალაქის ზოგიერთ ცენტრალურ უბანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, დაგვიანებული აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, გარეუბნებში ან ქალაქის შემოგარენში ბინის შეძენა როგორც ფასის, ისე სუფთა ჰაერისა და რეკრეაციული სივრცის გამო, მოთხოვნადი ხდება.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელიც გარეუბანში ცხოვრებას მიმზიდველს ხდის. ასევე, ჩვენ შევარჩიეთ ადგილები, რომელიც ნაკლები ხმაურის, მეტი სივრცისა და გამწვანების მოყვარულთათვის შეიძლება, მიმზიდველი იყოს.

1. მეტი სივრცე

გსმენიათ, თქვენი ქალაქის ცენტრალურ უბანში მცხოვრები ახლობლისგან, რომ მის მოპირდაპირედ კორპუსის ფანჯარას ხედავს, რაც დისკომფორტს უქმნის? დიახ, ეს ქალაქის ცენტრალური უბნების უმეტესობის პრობლემას წარმოადგენს. ინტენსიური განაშენიანების გამო, ვკარგავთ ხედებს და ხანდახან ერთმანეთის ფანჯრებშიც კი შეგვიძლია ყველაფრის დანახვა.

სამშენებლო კომპანია „ალუს“ პროექტები სწორედ მათთვისაა, ვინც თბილისის გარეუბანში ხარისხიანი მასალით აშენებულ ბინას ეძებთ. ბინების ოპტიმალური დაგეგმარება, ფართები 49 კვმ-დან, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები, დახვეწილი ფასადები, ენერგოეფექტურობა, - ეს იმ დადებითი მხარეების ჩამონათვალია, რაც მეტი სივრცის სურვილის გარდა, თქვენს სხვა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

უფრო კონკრეტულად, დიდი დიღმის მე-3 მიკრო რაიონში შენდება 10 სართულიანი კომპლექსი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და ჩამოთვლილი უპირატესობებით ხასიათდება.

2. დაბალი ფასი

დაბალი ფასი მახასიათებელი გარეუბანში ბინის შეძენას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. ტრანსპორტი ქალაქის ყველა უბანში გადაადგილდება, სავაჭრო ცენტრები თუ ჰიპერმარკეტებიც ყველგანაა გახსნილი, ამიტომ გარეუბნების მაცხოვრებლებს ამ მხრივ, დისკომფორტი არ ექმნებათ. აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა შეიძინო ქალაქის გარეუბანში უფრო დიდი ფართობის ბინა ახალაშენებულ კორპუსში, როცა იმავე ფასად შეიძლება, ცენტრალურ უბანში ძველი, მცირე ფართობის ბინაში გადასვლაც კი არ იყოს შესაძლებელი?

3. ნაკლები ხალხი

რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირი ხალხის სიმრავლის გამო გაცილებით უფრო დატვირთულია, ვიდრე, მაგალითად, დიდი დიღმის რომელიმე ქუჩა.

თუ ეს ქაოსი თქვენზე სტრესულად აისახება, უმჯობესია, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საცხოვრებლად გადასვლისგან თავი შეიკავოთ. ამასთან, ცენტრალურ უბნებში მდებარე ჰიპერმარკეტების დაუსრულებელი რიგების გამო. გარეუბანში უფრო მშვიდად ივლით საყიდლებზე.

სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის მსურველებისთვის „ალუმ“ ვეფხისტყაოსნისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით 6-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, რომელსაც შიდა ავტოფარეხი ახლავს.

ვეფხისტყაოსნის ქუჩის პროექტის ვიზუალი კი თანამედროვე და რეტრო არქიტექტურის მსურველებისთვის არის მორგებული და ამ მხრივადც მშვიდ და ანტისტრესულ გარემოს ქმნის.

რაც შეეხება გიორგი ბრწყინვალეს 18ა-ში მდებარე კორპუსს, ის 14 სართულიანია. პროექტის არქიტექტურა იდეალურად ეწყმის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული და წყნარი ქუჩის იერსახეს.

რაც მთავარია, ორივე საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს არის ჰიპერმარკეტები და დიდი დიღმის მცხოვრებლებს საყიდლებზე წასვლა დედაქალაქის ცენტრში არ უწევთ.

4. ნაკლებადდაბინძურებული ჰაერი

რამდენიმე წლის წინ ჩატარებული ანალიზის თანახმად, ქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აკაკი წერეთლისა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე გამოიკვეთა. ამ გამზირებზე ავტომობილთა ნაკადი ყოველდღიურად ძალიან მაღალია, განაშენიანება კი - ინტენსიური.

საზოგადოების ნაწილი ქალაქის ცენტრში ბინის შეძენაზე უარს სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო ამბობს, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, ხშირად სახლს გარეუბანში, მეტროსთან ახლოს ყიდულობენ.

„ალუს“ „გურამიშვილის პროექტი“ ამის მაგალითია. კორპუსი სარაჯიშვილის მეტროდან 100 მეტრში მდებარეობს კორპუსის მოსახლეობას კომფორტულ ქალაქის ნებისნიერი მიმართულებით კომფორტულად გადაადგილება შეუძლია, ამიტომ მასზე მაღალი მოთხოვნაა.

5. გამწვანება

შეიძლება ითქვას, რომ რეკრეაციული ზონების პრობლემა არცერთ ჩამოთვლილ ზონას არ აქვს. მეტი გამწვანება კი ჯანსაღ გარემოს ქმნის და განტვირთვის შესაძლობას გვაძლევს.

ქალაქის გარეუბნებში, ჰაერში ნაკლები კარცეროგენული ნივთიერებაა დაგროვილი, ვიდრე ცენტრალურ უბნებში. სუფთა გარემო კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცლებელია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის