ავტორი:

„ქარვასლაში“ „დამარხული ვაზის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება

„ქარვასლაში“ „დამარხული ვაზის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება

13 ივლისს 16:30 საათზე სავაჭრო- და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ „დამარხული ვაზის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება. სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაიცნონ აფხაზეთის ომზე შექმნილი რომანის ავტორები: ლატვიელი ჟურნალისტი - არტურ იურკევიჩი და მალხაზ ჯაჯანიძე.

ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, რეალურად მოხდა. ერთ-ერთი მთავარი გმირია თავად მალხაზ ჯაჯანიძეც.

წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ცოტა ხნის წინ გამოსცა. მასში სრული სიზუსტითაა გადმოცემული ფაქტები, რომლებიც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციისას მოხდა და ის ემოციები, რომლებსაც ომს გამოქცეული ათასობით დევნილი განიცდიდა.

„ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი,“ - ამბობს დათო ტურაშვილი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები „დამარხული ვაზის“ შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 16:00 საათზე მკითხველს „ქარვასლაში“ ყველასათვის საყვარელი მწერალი, გიორგი კეკელიძე შეხვდება და მისი წიგნის - „სიკვდილი პიცერიაში“ წარდგენა გაიმართება.

„ქარვასლაში“ წიგნისა და ღვინის დღეები 12 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს და მკითხველს სხვადასხვა სერიის წიგნებზე მინ. 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს