ავტორი:

ილია მეორე: "ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის - ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"

ილია მეორე: "ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის - ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"

"მთელი საქართველოს ლოცვა-კურთხევაა, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ბრძანა, სადაც მან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. ქადაგებისას აღნიშნა ისიც, რომ სასიხარულოა, სადღესასწაულო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა. ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი მისცეს ამ დიდი მისიის აღსასრულამდე. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებით დიდია 12 მოციქულის დღესასწაულის მადლი. ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას ერთ-ერთი ამონარიდიც გაიხსენა, სადაც აღწერილია თუ როგორ ამხნევებდა სიტყვიერად პატარა ბიჭი დაჭრილ ჯარისკაცებს.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე. 12 მოციქულის დღესასწაული. ყოველი მოციქული იყო არამარტო გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელი. სიხარულს აუწყებდა და აი მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც აღწერილია სკოლა. სკოლაში იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. ერთი პატარა ბიჭი 12-14 წლის, მიდიოდა იმ სკოლაში და შორიდან უყვიროდა დაჭრილ ჯარისკაცებს: "შენ მალე მორჩები", შენ განიკურნები", "შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს"...

და ამ ბიჭს დაარქვეს - ჩვენი მახარობელი. როცა არ მოვიდოდა, წუხდნენ ჯარისკაცები, სად არის, სად დაიკარგა ჩვენი მახარობელიო", - ბრძანა პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ