სოფელ ბაკურციხეში თურქეთის სატვირთო მანქანა ხევში გადაიჩეხა

სოფელ ბაკურციხეში თურქეთის სატვირთო მანქანა ხევში გადაიჩეხა

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში თურქეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნით მოძრავი სატვირთო მანქანა ხევში გადაიჩეხა .

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მანქანაში ორი ადამიანი იჯდა. წინასწარი მონაცემებით, ორივე მათგანი გარდაცვლილია, თუმცა მათი ცხედრები ნაპოვნი არ არის.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია