ავტორი:

"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ", - ამბობს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია. დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.

- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- რამდენიმე ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ადამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა. ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში.

- ბავშვობაში რომელი მწერლები და ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?

- შეიძლება საზოგადოებას გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვობიდანვე ინტროვენტული ადამიანი ვიყავი. ყოველთვის მერჩივნა დრო ახლობელ ადამიანებთან და წიგნებთან გამეტარებინა. ამიტომაც, პატარაობიდანვე ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ახლაც მაქვს თვისება: რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავიდე, ყველგან ძალიან ბევრ წიგნს ვყიდულობ და მერე აღარ ვიცი ხოლმე, ამდენი წიგნი სად დავალაგო. ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც ვიპოვიდი, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დავიბადე და სასურველი წიგნების შოვნა მარტივი არ იყო. 8-9 წლის ასაკში განსაკუთრებულად მიყვარდა მაინ რიდი. მახსოვს, ამერიკაში პირველად რომ წავედი და იქ ვთქვი, - ჩემი საყვარელი მწერალი მაინ რიდია-მეთქი, გაუკვირდათ, რადგან ასეთი მწერალი თუ არსებობდა, არც იცოდნენ. ამერიკაში არ იყო ალბათ იმდენად ცნობილი და ჩვენთან, რადგან ნათარგმნი იყო რუსულად თუ ქართულად, ბავშვების უმეტესობას გვიყვარდა და იქ იყო ჩვენი თვალით დანახული ამერიკა. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია წიგნების მეშვეობით კონკრეტულ ქვეყნებზე გავიგოთ, ამიტომაც ვცდილობ აზიელი ან აფრიკელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვას.

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- უფრო ახალგაზრდა ასაკში, ენერგიულობიდან გამომდინარე, სულ ვცდილობდი მეგაპოლისებში მემოგზაურა, იქაური ენერგია, ადამიანების სწრაფი რიტმი ძალიან მხიბლავდა... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ და ძალიან დიდ სიხარულს ღია სივრცე მანიჭებს. საქართველოში ალბათ ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ ვგეგმავ, კიდევ ბევრჯერ ვეწვიო თითოეულ მხარეს და ჩემს შვილსაც ყველა კუთხე საუკეთესოდ გავაცნო... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ