ავტორი:

იუსტიციის საბჭოს წევრმა ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებს - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს წევრმა ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებს - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ილონა თოდუას შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გამოთქვა გონივრული ეჭვი, რომ ილონა თოდუა მოსამართლის სტატუსს არაკეთილსინდისიერად იყენებდა.

„50-კაციან სიაში მოხვდა მოსამართლე ილონა თოდუა. მისი საკითხი რომ სწორად შესწავლილიყო, ის სიაში ვერ მოხვდებოდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეს, რომელსაც იმ რეგიონში ან ქალაქში სადაც მუშაობს, არ აქვს სახლი, საბჭო მას უხდის ქირის საფასურს და ეს არის ნორმალური. ილონა თოდუა თბილისში მუშაობს უკვე მრავალი წელია - 2007 წლიდან. მას არ მოუთხოვია ქირის საფასური წლების განმავლობაში. 2014 წლის 17 თებერვალს შემოდის საბჭოში მისი განცხადება და ითხოვს საჭირო ხარჯებს ქირისთვის. საბჭოს იმდროინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის იმ დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით, მას ენიშნება ქირის თანხა. ჯერ ეს არის წარმოუდგენელი იმ დღესვე რომ მიიღეს გადაწყვეტილება. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ 12 თებერვალს ილონა თოდუამ თავისი ბინა გადააფორმა ჩუქებით დედაზე და 5 დღეში იღებს ქირას. ამ საკითხის შესწავლა არ მომხდარა, არც არავინ დაინტერესებულა. იგი ღებულობდა ქირას 3 წლის განმავლობაში, რაც ჯამში 20 ათასს ლარს შეადგენს. აი, ასეთ დეტალებზე მიწევს მუშაობა და შესწავლა ამ გარემოებების. მოსამართლე კონსტიტუციის თანახმად, ირჩევა კეთილსინდისიერებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე. მოსამართლე, რომელიც დედაზე აფორმებს მის კუთვნილ ბინას და ხუთ დღეში ახსენდება, რომ უნდა მიიღოს ქირის საფასური, პირადად ჩემში ეჭვს ბადებს და ამას სჭირდება შესწავლა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს