ავტორი:

"რომპეტროლი" მომსახურების ქსელს აფართოებს – გაიხსნა ორი ახალი ავტოგასამართი სადგური

"რომპეტროლი" მომსახურების ქსელს აფართოებს – გაიხსნა ორი ახალი ავტოგასამართი სადგური

„რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართი სადგურების ქსელი გაფართოვდა - კომპანიამ კაჭრეთსა და რუსთავში ორი ახალი ობიექტი გახსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და მოდერნიზებული კაჭრეთის სადგური, მომხმარებელს 15 ივლისიდან მოემსახურება, რუსთავის ობიექტი კი მეგობრობის გამზირზე გასულ კვირას ამოქმედდა.

„რომპეტროლის“ ავტოგასამართი სადგურები აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდის TOKHEIM გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. მისი დოზირების სისტემა კომპიუტერიზებულია და კონტროლდება ციფრულად.

„რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი აცხადებს, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე სადგურების დამატება მომხმარებელთა მოთხოვნამ განაპირობა: „რომპეტროლის“ ქსელი საქართველოში მუდმივად ვითარდება და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს. მოხარულები ვართ, რომ ახალი სადგურების გახსნის შედეგად, მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის საწვავის ჩასხმა უფრო მოხერხებული, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდება.”

კომპანია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისა და რებრენდიგის პროცესში, ზრუნავს არა მარტო სადგურის ვიზუალურ მხარეზე არამედ ეკოლოგიაზეც. ავტოგასამართ სადგურების განათების ნაწილი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე LED განათების სისტემებით რაც ანახევრებს გამოყენებულ ელექტროენერგიას.

ახალ ბენზინგასამართ სადგურებზე კომპანიამ ძირითადად ადგილობრივი კადრები დაასაქმა, კაჭრეთის სადგურზე 11 ხოლო რუსთავში 9 ადამიანი დასაქმდა.

საქართველოს მასშტაბით „რომპეტროლის“ 81 ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის 33 სადგური თბილისშიდა 48 რეგიონებში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და 10-მდე ობიექტის გახსნას 2020 წლის ბოლომდე როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის