ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

რატომ არის მნიშვნელოვანი D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

ვიტამინი D უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. იგი მოქმედებს ჩვენს დნმ-ზე, გენომზე და დღეისათვის ცნობილია 500-ზე მეტი გენი, რომლის მოქმედებაც რეგულირდება (აქტიურდება ან ითრგუნება) უშუალოდ D ვიტამინის მიერ. ყველასთვის კარგად ცნობილია მისი მნიშვნელობის შესახებ ძვლის, კბილების ჯანმრთელობაში და კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. გარდა ამ კლასიკური ეფექტებისა, ბოლო ათწლეულებში ნათელი გახდა, რომ D ვიტამინის მოქმედების არეალი ბევრად ფართეა. როგორც მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით გახდა ნათელი, იგი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე - აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას; გავლენას ახდენს თავის ტვინზე და ხელს უწყობს მუცლადყოფნის დროს ნაყოფის თავის ტვინის განვითარებას; მოქმედებს კუნთებზე, ცხიმოვან ქსოვილზე და ხელს უწყობს მათი მგრძნობელობის გაზრდას ინსულინის მიმართ, ასევე D ვიტამინის რეცეპტორები აღმოჩენილი იქნა პანკრეასზე, სადაც იგი ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. D ვიტამინი არეგულირებს და თრგუნავს სიმსივნურ გენებს, შესაბამისად აქვს ანტისიმსივნური მოქმედება. არსებობს გარკვეული მონაცემები მისი გავლენის შესახებ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, წნევის რეგულაციასა და ქოლესტეროლის ცვლაზე. D ვიტამინის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნათია ვაშაყმაძე.

რა იწვევს D ვიტამინის დეფიციტს და რამდენად ხშირია იგი?

D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ მზიან ქვეყანაშიც კი როგორიც საქართველოა. ამის უმთავრესი მიზეზი პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების წესია. 21-ე საუკუნეში ადამიანების უმეტესობა დღის მზიან ნაწილს ატარებს შენობაში, ხოლო მზის აბაზანებამდე იყენებს მზისგან დამცავ საშუალებებს, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს D ვიტამინის დეფიციტის განვითარებას. ასევე გარკვეული მედიკამენტები (გლუკოკორტიკოიდები, სოკოს-, შიდსის- და გულყრის საწინააღმდეგო პრეპარატები), გარკვეული დაავადებები (მაგ., კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის დარღვევები, თირკმლის დაავადებები მაგ., ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა) და კანის დაბერება წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევ რისკის ფაქტორს.

რას იწვევს D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია ძვლის სტრუქტურის რღვევასთან და ისეთი დაავადებების განვითარებასთან როგორიცაა ბავშვებში - რაქიტი, ზრდასრულებში ოსტეომალაცია, ხოლო ოსტეოპოროზი - მოხუცებში. ასევე D ვიტამინის დეფიციტისას ხშირია სტომატოლოგიური პრობლემები და კარიესები; გარდა ამ კლასიკური გამოვლინებისა ბოლო ათწლეულებში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევებით გამოვლინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი ასოცირებულია საკმოდ ბევრ მძიმე და სერიოზულ გადამდებ და არაგადამდებ დაავადებასთან, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, აუტოიმუნური დაავადებები, ხშირი ინფექციები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, აუტიზმი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოტეხილობები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ გრძელი სიიდან, რომელ დაავადებებთანაც ასოცირდება D ვიტამინის დეფიციტი.

როგორია D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა?

D ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება 25(OH)D3-ის განსაზღვრა სისხლში. D ვიტამინის ნორმალურ დონედ მიჩნეულია 25(OH)D3-ის კონცენტრაცია 30-100 ნგ/მლ; 20-30 ნგ/მლ ითვლება უკმარისობად, ხოლო <20 ნგ/მლ-ზე კი - შეესაბამება დეფიციტს. როდესაც პაციენტს დადასტურებული აქვს D ვიტამინის დეფიციტი ინიშნება D ვიტამინი. D ვიტამინის დეფიციტის როგორც სამკურნალოდ, ისე საპროფილაქტიკოდ გამოიყენება აქტიური D ვიტამინის წინამორბედი - ქოლეკალციფეროლი. ეს სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. იგი შემდგომ ორგანიზმის მიერ აქტიურდება ღვიძლსა და თირკმელში და წარმოიქმნება აქტიური D ვიტამინი, რომელიც ახორციელებს მრავლობით დადებით ეფექტებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ასეთი შემადგენლობა აქვს გერმანული ბრენდის D ვიტამინს - დეტრივიტს. აღსანიშნავია რომ დეტრივიტს აქვს საკმაოდ მოსახერხებელი დოზები, რომელიც ექიმს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს დეტრივიტი როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ. D ვიტამინის დონის ნორმალიზების შემდგომ მნიშვნელოვანია რომ არ შეწყდეს მისი მიღება და საჭიროა გარკვეული პერიოდით შემანარჩუნებელი თერაპია, რისთვისაც დეტრივიტის დოზირება ასევე ძალიან მოსახერხებელია. დეტრივიტის დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის ასაკის, წონის, თანმხლები დაავადებებისა, მიმდინარე მედიკამენტებისა და სისხლში D ვიტამინის დონის მიხედვით.

სემეკმა ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია შეითანხმა

თქვენი ონლაინ აფთიაქი

ფინკა ბანკში ზამთრის აქცია დაიწყო-აიღეთ სესხი დღეს, ხოლო გადახდა აპრილში დაიწყეთ!