ავტორი:

„ვენეტო დიზაინი“ - ადგილი, სადაც ყველაფერია თქვენი აბაზანისა და სამზარეულოს უმაღლესი სტანდარტებით მოსაწყობად

„ვენეტო დიზაინი“ - ადგილი, სადაც ყველაფერია თქვენი აბაზანისა და სამზარეულოს უმაღლესი სტანდარტებით მოსაწყობად

თუ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი სააბაზანო და სამზარეულო იდეალურად დახვეწილი და ხარისხიანი იყოს, მაშინ არჩევანი „ვენეტო დიზაინზე“ უნდა შეაჩეროთ. სულ რაღაც ოთხი თვის წინ გახსნილ შოურუმში სრულყოფილადაა წარმოდგენილი იტალური და ესპანური წარმოების ყველა ნივთი თუ დეტალი, რომელიც აბაზანისა და სამზარეულოს მოსაწყობადაა საჭირო. საშხაპე კაბინები და აბაზანის ნიჟარები, კერამიკისა და გრანიტის ფილები, უნიტაზისა და ხელსაბანების ფართო არჩევანი, ონკანები, შემრევები, შხაპისა და შეკიდული უნიტაზის სისტემები, სააბაზანოსა და სამზარეულოს ავეჯი, აქსესუარები და დეკორაციები. აღმაშენებლის ხეივნის 38 ნომერში, „ვენეტო დიზაინში“ მისულებს გემოვნებით გაწყობილი, ულამაზესი სეტები დაგხვდებათ, რაც ძალიან დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.

„ვენეტო დიზაინი“ ქართულ ბაზარზე ოთხი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა მომხმარებლებში უკვე საკმაოდ მაღალი ინტერესით სარგებლობს. შოურუმში წარმოდგენილია იშვიათი, მოდური, ყველაზე მასშტაბური ზომისა და ფორმის ფილები, რომლითაც შეძლებთ მასიური კედლის, იატაკის ან ზედაპირის მოპირკეთებას. სასურველი ტექსტურისა და ფერის არჩევა ასევე შეკვეთით, კატალოგის დახმრებითაც შეგიძლიათ. „ვენეტო დიზაინი “ ორმოცდახუთამდე იტალიურ და ესპანური ბრენდის პროდუქციით მარაგდება და ყველა მათგანი ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა.

რაც შეეხება სამზარეულოს ხაზს „ვენეტო დიზაინში“ მხოლოდ იტალიურ გამორჩეულ და დახვეწილი დიზაინის მქონე ავეჯს შეხვდებით. შოურუმში წარმოდგენილია ერთმანეთთან გემოვნებით შეხამებული დეტალები, რაც იდეალურია საილუსტრაციოდ და ზუსტად წარმოაჩენს ყველა იმ წვრილმანს, რაც ოთახის მოსაწყობად დაგჭირდებათ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არჩევანის გაკეთება გაგიჭრდებათ კვალიფიციურ რჩევას გულისხმიერი თანამშრომლებისა და „ვენეტოს“ დიზაინერებისგან მიიღებთ.

რემონტისთვის აქტიურ პერიოდში „ვენეტო დიზაინი“ ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებელის სურვილებს და განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობს შოურუმში წარმოდგენილ ყველა კოლექციაზე.

იმ შემთხვევაში თუ „ვენეტოში“ მისვლას ვერ ახერხებთ, გაითვალისწინეთ, „თბილისი მოლის“ მთავარ ატრიუმში დგას სტენდი, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ ორიგინალური, მოსახერხებელი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული პროდუქცია, რომელსაც „ვენეტო დიზაინი“ თავის მომხმარებელს სთავაზობს.

Facebook: https://www.facebook.com/design.veneto/

მის: აღმაშენებლის ხეივანი 38.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი