ავტორი:

გაიცანით ადამიანები, რომლებიც თბილისის რეალობას ქმნიან - მათ შორის ცნობილი "ერთაოზ ბრეგვაძეც" არის

გაიცანით ადამიანები, რომლებიც თბილისის რეალობას ქმნიან - მათ შორის ცნობილი "ერთაოზ ბრეგვაძეც" არის

თბილისის მერია იმ ადამიანებს გაცნობთ, რომლებიც მრავალი წელია დედაქალაქის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობენ და მათზე დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ.

"თბილისი-ზრუნვით და სიყვარულით სავსე ქალაქია, რომლის რეალობასაც ყოველდღიური შრომით ქმნიან ადამიანები. სწორედ ეს ადამიანები უნდა გაგაცნოთ- თბილისისთვის მშრომელი ადამიანები. ისინი მრავალი წელია მუშაობენ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში… ჩვენ მათ ვესაუბრებით, ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლეს. და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს… მადლობა მათ მრავალწლიანი შრომისთვის! #შრომობენთბილისისთვის" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ტექსტში, რომელსაც თან ამ ადამიანების ფოტოები ახლავს.

გურამ ბოჭორიშვილი საქმიანობა: "თბილსერვის ჯგუფის" მეეზოვე ასაკი: 82 წლის, მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი

ეთერ ილურიძე საქმიანობა: "თბილსერვის ჯგუფის" მეეზოვე ასაკი: 65 წელი, მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი

საინტერესო ფაქტი მათ შესახებ: ისინი მეუღლეები არიან.

1. გივი მამულაშვილი საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის ოსტატი ასაკი: 82 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 60 წელი

2. მაია სვანიშვილი საქმიანობა: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი; ასაკი: 64 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 35 წელი

3. ლეილა შარაძე საქმიანობა: "ეკოსერვის ჯგუფის" აგრონომი ასაკი: 65 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 30 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: ის თბილისის დამსახურებული მებაღეა.

4. ნინო ბერეგულკო საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის ამწის მემანქანე; ასაკი: 64 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 19 წელი

1. ედიშერ ჯანყარაშვილი საქმიანობა: თბილისის ზოოპარკის მტაცებელ ცხოველთა და პრიმატ-მღრღნელების განყოფილების კურატორის მოადგილე; ასაკი: 73 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 24 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: მარტივად ითვინიერებს და განსაკუთრებით მეგობრობს დიდ, მტაცებელ ცხოველებთან.

2. რაჟდენ ენუქიძე საქმიანობა: თბილისის ზოოპარკის აგრონომ-დეკორატორი; ასაკი: 79 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 15 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: იყო პირველი თაობის მორაგბე და ნაკრების წევრიც. მიღებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება. დღემდე ვარჯიშობს, ასევე, მღერის და ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ტრიო.

1. როზა ბიძინაშვილი საქმიანობა: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეთნობოტანიკის განყოფილების, სამკურნალო მცენარეთა სექტორის კურატორი, მკვლევარი. ასაკი: 78 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 58 წელი

2. ელგუჯა მარკოზაშვილი საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-ნაძალადევის კომპლექსური შეკეთების და მომსახურების საამქროს ტექნიკოსი; ასაკი: 80 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 35 წელი

3. დავით ჟღენტი საქმიანობა: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ღამის დარაჯი, მსახიობიასაკი: 64 წლის მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 7 წელი, ცენტრის გახსნის დღიდანსაინტერესო ფაქტი მის შესახებ: არის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან გამორჩეულია ერთაოზ ბრეგვაძის პერსონაჟი ფილმიდან „შერეკილები“.

1. დავით გვიშიანი საქმიანობა: "თბილსერვის ჯგუფის" მეეზოვე; ასაკი: 81 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 20 წელი

2. გიორგი თოდაძე საქმიანობა: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი და რეჟისორი; ასაკი: 74 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 20 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: სასახლეში მე-5 კლასიდან დადიოდა ჯერ ლიტერატურულ, ხოლო შემდეგ დრამატულ წრეზე.

3. მაია შერგელაშვილი საქმიანობა: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის ფერშალიასაკი: 50 წლისმუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 4 წელი, სააგენტოს დაფუძნების დღიდან

1. გიოზალ დუმოევი საქმიანობა: "თბილსერვის ჯგუფის" მეეზოვე; ასაკი: 80 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 60 წელი

2. ბადრი სვანიძე საქმიანობა: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი; ასაკი: 76 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 10 წელი

3. ლალა აფაქიძე საქმიანობა: N171 საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი; ასაკი: 81 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 55 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: მის სახელს უკავშირდება ახალი შენობის აგება თბილისის N172 საჯარო ბაგა-ბაღისთვის, რომელიც მანამდე ბარაკის ტიპის ნაგებობაში იყო განთავსებული.

1. გულნარა მიქანაძე საქმიანობა: მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო-სამობილიზაციო სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 74 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 18 წელი

2. ვაჟა მუჩიაშვილი საქმიანობა: თბილისის ზოოპარკის ჩლიქოსნების განყოფილების კურატორის მოადგილე; ასაკი: 70 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 15 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: სკოლის პერიოდში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი იყო.

3. გრიგოლ ჩიგოგიძე საქმიანობა: „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ აუდიო-ვიზუალური მიმართულების ხელმძღვანელი; ასაკი: 76 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 40 წელი საინტერესო ფაქტი მის შესახებ: არის ღირსების ორდენის და მედლის კავალერი, სხვადასხვა კინოფესტივალის და პრემიის ლაურეატი; ბავშვობიდან დადიოდა სასახლეში, „პიონერფილმის“ წრეზე, რომელსაც მოგვიანებით თავად ხელმძღვანელობდა.

1. ერმილე კერესელიძე საქმიანობა: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი; ასაკი: 67 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 10 წელი

2. ელზა მერაბიშვილი საქმიანობა: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმის ხელმძღვანელი; ასაკი: 68 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 46 წელი

3. დალი ბალამწარაშვილი საქმიანობა: ქონების მართვის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ასაკი: 61 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 16 წელი

4. გურანდუხტ ქეცბაია საქმიანობა: თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გლდანის ფილიალის მათემატიკის წრის მასწავლებელი; ასაკი: 69 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 37 წელი

1. თამარ ალიბეგაშვილი საქმიანობა: ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმი მეან-გინეკოლოგი, გინეკოლოგიური სამსახურის კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის (EFC) საბჭოს წევრი; ასაკი: 51 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი

2. ზურაბ კირვალიძე საქმიანობა: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი; ასაკი: 71 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 10 წელი

3. ალბერტ მინაშვილი საქმიანობა: "თბილსერვის ჯგუფის" ნაგავმზიდი მანქანის მძღოლი; ასაკი: 78 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 15 წელი

4. ალექსანდრე თევდორაშვილი საქმიანობა კონსულტანტი თბილისის არქიტექტურის სამსახურის საარქივო დოკუმენტაციის საკითხებში; ასაკი: 74 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 30 წელი

1. თეიმურაზ გოგსაძე საქმიანობა: ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საპროექტო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 67 წლის, მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 7 წელი

2. თამარ ჯოხაძე საქმიანობა: მუნიციპალური ინსპექციის გარევაჭრობის მონიტორინგის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 59 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 14 წელი

3. თამარ ჩარკვიანი საქმიანობა: ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმი-რადიოლოგი; ასაკი: 53 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი, სკრინინგ ცენტრის დაარსების დღიდან

4. თამარ ღვინიაშვილი საქმიანობა: მერიის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის საოქმო განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ასაკი: 66 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი - 39 წელი

1. იოსებ მელქაძე საქმიანობა: გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის კულა გლდანელის ჭიდაობის დარბაზის მენეჯერი, სპორტსმენი; ასაკი: 67 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 19 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: არის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; საერთაშორისო კატეგორიის სპორტის ოსტატი; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

2. ინგა თოიძე საქმიანობა: მუნიციპალური ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 54 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 14 წელი

3. თომზირ ცომაია საქმიანობა: მერიის გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილე; ასაკი: 74 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 7 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: არის ბატუტზე ხტომის, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის დამფუძნებელი და განმავითარებელი; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

4. კონა კიკუაშვილი საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის მუშა; ასაკი: 87 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 30 წელი

1. მაია კალატოზიშვილი საქმიანობა: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 56 წლის მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 23 წელი

2. ლიანა ჯიქია საქმიანობა: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრების მართვის სამსახურის მომსახურების ოფიცერი; ასაკი: 63 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 34 წელი

3. ლია კუკანია საქმიანობა: საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ასაკი: 63 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 41 წელი

4. ლამარა ასიეშვილი საქმიანობა: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების კავკასიის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა სექტორის კურატორი; ასაკი: 83 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 63 წელი

1. მარინა სიმონიშვილი საქმიანობა: ქონების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ასაკი: 61 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 28 წელი

2. მანანა შიოშვილი საქმიანობა: თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 57 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 20 წელი

3. მანანა მერაბიშვილი საქმიანობა: N171 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი, კომპოზიტორი; ასაკი: 62 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 30 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: შექმნილი აქვს სამი მიუზიკლი და ორასამდე სიმღერა, რომლის ტექსტების ავტორიც თავადაა.

4. მაია ტიკარაძე საქმიანობა: ქონების მართვის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ასაკი: 56 წლის მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 18 წელი

1. მურაზ მესტოევი საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მძღოლის დამხმარე მუშა; ასაკი: 78 წლისმუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 25 წელი

2. ცისანა სულაძე საქმიანობა: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საქმის წარმოების მხარდაჭერის სამსახურის მომსახურების ოფიცერი; ასაკი: 62 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 20 წელი

3. მიხეილ ტარსაიძე საქმიანობა: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი; ასაკი: 57 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 31 წელი

4. მზია ნადირაძე ასაკი: 85 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 42 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: 42 წელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს.

5. მეია მეგრელიშვილი საქმიანობა: N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი, საბავშვო კომპოზიტორი; ასაკი: 78 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 61 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: არის 200-მდე საბავშვო სიმღერის და ოთხი საბავშვო მუსიკალური სპექტაკლის ავტორი.

1. ნელი არაბული საქმიანობა: თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ჩუღურეთის ფილიალის ხატვის წრის მასწავლებელი; ასაკი: 64 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 15 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: არის არაერთი კონკურსის, გამოფენისა, ფესტივალის და შემოქმედებითი პროექტის მონაწილე და გამარჯვებული, ქმნის ხელნაკეთ ნივთებს.

2. ნელი აზრუმელაშვილი საქმიანობა: ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი; ასაკი: 68 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 27 წელი

3. ნანა ყუბანეიშვილი საქმიანობა: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეობისა და ლანდშაფტის დიზაინის განყოფილების ტროპიკულ მცენარეთა კოლექციის კურატორი; ასაკი: 81 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 60 წელი

4. ნანა ტაბატაძე საქმიანობა: ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმი-მამოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი; ასაკი: 65 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი, სკრინინგ ცენტრის დაარსების დღიდან

5. ნათელა ურუშაძე საქმიანობა: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტებისა დაპროგრამების სამსახურის "ამერიკული კუთხის“ ხელმძღვანელი; ასაკი: 74 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 40 წელი საინტერესო ფაქტი მის შესახებ: დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ხოლო აშშ-ის საელჩოს მიერ ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო კოორდინატორად.

1. რამაზ შარიქაძე საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის ხაზის მემანქანე; ასაკი: 68 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 40 წელი

2. ჟუჟუნა კურატიშვილი საქმიანობა: შპს „ჰერმესის“ სერვისების მართვისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის სპეციალისტი; ასაკი: 65 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 36 წელი

3. ომარ ბარდაველიძე საქმიანობა: საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი; ასაკი: 63 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 24 წელი

4. ოლეგ პაქსაშვილი საქმიანობა: თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის პარკების დაცვის განყოფილების სპეციალისტი; ასაკი: 65 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 6 წელი

5. ნოდარ ფალავანდიშვილი საქმიანობა: ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საპროექტო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 77 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 8 წელი; საინტერესო ფაქტი მის შესახებ: წლების წინ, მისი, როგორც გეოლოგის ხელმძღვანელობით, ჩატარებულია თბილისის წყალსადენის სათავე ნაგებობის მიწისქვეშა წყლების საძიებო-საველე სამუშაოები, რის საფუძველზეც გათვლილ იქნა მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგები. ამ მარაგებით თბილისის დიდი ნაწილი დღემდე მარაგდება წყლით.

1. ჯუმბერ მერაბიშვილი საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის მანევრის მემანქანე; ასაკი: 73 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 43 წელი

2. ქეთევან მეხუზლა საქმიანობა: მუნიციპალური ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ასაკი: 57 წლისმუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 14 წელი

3. ქეთევან კოლელიშვილი საქმიანობა: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი; ასაკი: 68 წლისმუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 46 წელი

4. რობერტ ნერსესოვი საქმიანობა: ახალგაზრდობის სახლის ისნის ფილიალის ხატვის წრის მასწავლებელი; ასაკი: 75 წლის; მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 40 წელი

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა