ავტორი:

"არც "ნაცი" ვარ, არც - "ქოცი"... ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია" - თეა დარჩია მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

"არც "ნაცი" ვარ, არც - "ქოცი"... ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია" - თეა დარჩია მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

ცნობილმა ქართველმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა თეა დარჩიამ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი სტუდიის "თედასის" აღსაზრდელებთან ერთად, ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე თვალზე ხელაფარებული ცეკვავს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არსებობენ ისინი ვინც ცნობილ მოცეკვავეს ამ ფორმით ცეკვას უწონებს და არიან ისეთებიც, ვინც თვლის რომ ამ ფორმით დარჩიამ ბავშვები პოლიტიკაში გარია და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ.ეს ჟესტი სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეც-რაზმელებთან შეტაკების შედეგად, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

"რეიტინგი" თეა დარჩიას დაუკავშირდა.

- რატომ გაგიჩნდათ ცეკვაში ამ ჟესტის გამოყენების იდეა?

- მე ნებისმიერ რეპეტიციას ვიღებ და თუ მომეწონება სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ. ეს ვიდეო დიდი ხნის წინ გადავიღე, იმ საშინელი დღეების შემდეგ რაც მოხდა. ბავშვებს ვუთხარი ვცადოთ ცალი თვალით ცეკვა და ასე გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც აქციაზე თვალი დაკარგა-მეთქი. ამას სხვის მდგომარეობაში ჩაყენების და ტკივილის გაზიარების ფორმა ჰქონდა.

პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია. თუ კომუნიზმს, ძალადობას, ოკუპაციას და ტირანიას აპროტესტებ გაწერენ, თითქოს ნაცების წარმომადგენელი ხარ. არც ნაცი ვარ, არც ქოცი - მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც ვზარალდები ამდენი ხანია. ვზარალდებით ადამიანები რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნით, თავისუფლება და მონობისგან გათავისუფლებული თაობის გაზრდა და ჩვენი საქმის გაკეთება გვინდა. შეურაცხყოფასაც გააჩნია, გული გამისკდა... ასეთი ღვარძლიანი და ტვინამღვრეული ხალხი თუ არსებობდა საქართველოში არ მეგონა. ტკივილი განვიცადე უსამართლობის გამო. როცა პირდაპირ გინებით და ლანძღვით იწყებ საუბარს ნებისმიერ თემაზე, არავის აღარ აინტერესებს ამის მერე რას ამბობ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ