ავტორი:

სერგეი ლავროვი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

სერგეი ლავროვი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

"მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი" - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. ამას გარდა, სასამართლომ ძალაში არ დატოვა აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აღარ გადაუფორმდა.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ხალვაში ტელეკომპანიის მესაკუთრედ უკვე დაარეგისტრირა. მისი მოთხოვნით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამია გათავისუფლდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა სალია დაინიშნა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ