ავტორი:

რა მეთოდებით ასწავლიან მენეჯმენტს თანამედროვე ბიზნეს სკოლებში

რა მეთოდებით ასწავლიან მენეჯმენტს თანამედროვე ბიზნეს სკოლებში

მენეჯმენტი, როგორც მეცნიერება და პროფესია, გასულ საუკუნეში ამერიკაში ჩამოყალიბდა, როცა გიგანტური კომპანიები და კორპორაციები შეიქმნა და ათიათასობით თანამშრომლის მართვა გართულდა. 21–ე საუკუნე კვალიფიციური მენეჯერების გარეშე წარმოუდგენელია და ეს პროფესია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მენეჯმენტის სკოლები სტუდენტების რაოდენობის მხრივ, ერთ–ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მენეჯმენტის სწავლისათვის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ხუთ უნივერსიტეტს, რომლებიც მენეჯმენტის მაღალი ხარისხის სწავლებით გამოირჩევნიან.

University of Michigan

აშშ–ში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტი კვლევის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მრავალფეროვნებისთვის, დაახლოებით, 1500 კლუბი და საზოგადოება არსებობს, რაც ახალი ცოდნის მიღებასა და შეძენილის გაზიარებას ისახავს მიზნად. სტუდენტების მოტივაციის გასაზრდელად უნივერსიტეტი ხშირად გამოსცემს პუბლიკაციებს. მეტიც, სტუდენტებს აქვთ საკუთარი პერიოდული გამოცემა, Michigan Journal of Business, რომელშიც მენეჯმენტის, ბიზნესის, ფინანსების, ინფორმაციული სისტემების შესახებ სტუდენტებისავე სტატიები იბეჭდება, რაც მათს სამეცნიერო და პრაქტიკულ უნარებს მნიშვნელოვნად ავითარებს.

The Hong Kong University of Science and Technology

ჰონგ–კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა ცხრაჯერ დასახელდა მსოფლიოში ნომერ პირველად. აქ სწავლების დროს ხშირად მიმართავენ ინოვაციურ მეთოდებს, ვიზუალიზაციას, რათა სტუდენტებში კრეატიული აზროვნება განავითარონ. უნივერსიტეტს მასშტაბური ლექციებისთვის 10 დიდი დარბაზი აქვს, სადაც სტუდენტებს მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ მასალას უჩვენებენ. გარდა ამისა, ჰონგ–კონგის უნივერსიტეტში ხშირად მართავენ სემინარებს, სადაც სტუდენტები ერთმანეთსა და ლექტორებს თავიანთ კვლევებს უზიარებენ. შედეგად, ყველაზე ჯანსაღ უკუკავშირს იღებს, რაც ხარისხიანი სწავლების ერთ–ერთი ნაწილია.

Warsaw management university

ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. უკვე მე-4 წელია, რაც საქართველოშიც ახორციელებს ერთერთ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობაზე. აკადემიური განათლების მიღება ქოუჩინგისა და მენტორინგის პრინციპებით მიმდინარეობს. სწავლება მოიცავს როლურ თამაშებს, სიტუაციური ქეისების შესწავლას ანალიზისა და სინთეზის მეთოდით. სტუდენტები ლექტორებთან ერთად განიხილავენ ინოვაციურ იდეებს და რეალური ბიზნესპროექტების შესაქმნელად კვალიფიციურ რჩევებს იღებენ. სწავლობენ ძირითადად ქართულ ენაზე, თუმცა მეორე სემესტრის ფარგლებში ინტენსიურ სალექციო კურსს გადიან ვარშავაში. სამაგისტრო ნაშრომებსაც ინგლისურად იცავენ ვარშავის მენეჯმენჯეტის უნივერსიტეტის კომისიის შეფასების საფუძველზე. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ვარშავის მენეჯმენტის უნივერსტიტეტის შესახებ ან გაიარეთ რეგისტრაცია.

Copenhagen Business School

კოპენჰაგენის ბიზნესის სკოლაში წამყვანი ადგილი თეორიულ სწავლებას უჭირავს, თუმცა ისე, რომ სწავლება არ წყდება რეალობას და სამსახურეობრივი ამოცანების გადაჭრისთვის ამზადებს სტუდენტებს. სწავლება კვლევასა და ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება. პედაგოგები სტუდენტებს ასწავლიან არამხოლოდ იმას, როგორ აწარმოონ კვლევა, ასევე იმასაც, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კვლევის შედეგები საქმიანობაში, ანუ კოპენჰაგენის უნივერსიტეტში თეორია და პრაქტიკა ერწყმის ერთმანეთს და სტუდენტებს აქტიური სამსახურეობრივი ცხოვრებისთვის ამზადებს.

ESSEC Business School

ESSEC–ის ბიზესის სკოლა საფრანგეთში მდებარეობის და მენეჯმენტის შესწავლის მსურველებს უნიკალურ პედაგოგიურ მიდგომას სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია რეალური ცოდნის მიცემასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე, რაც ამავდროულად, უწყვეტი განათლების მეთოდების დანერგვას უწყობს ხელს. რაც შეეხება აკადემიურ მხარეს, ლექციებს კვალიფიციური ლექტორები ატარებენ, სტუდენტები კი წამყვან კომპანიებში დასაქმების პერსპექტივით 18–თვიან სტაჟირების პროგრამებს გადიან.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის