ავტორი:

რას საქმიანობს ცოტნე ივანიშვილი და რა ფოტოებს აქვეყნებს "ინსტაგრამზე"

რას საქმიანობს ცოტნე ივანიშვილი და რა ფოტოებს აქვეყნებს "ინსტაგრამზე"

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, ხალხს განსაკუთრებით მისი შვილების ცხოვრება აინტერესებს, თუმცა, და-ძმებისგან განსხვავებით, საჯარო ფიგურა მისი ერთ-ერთი ვაჟი ბერა ივანიშვილია.

ბერას საჯაროობას ისიც უწყობს ხელს, რომ რეპერია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბავშვობიდან მღერის და სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა სცენაზე გამოჩნდა და პოპულარულიც გახდა.

ბერას განსაკუთრებულად უყვარს ოჯახი და ამას ყველგან აფიქსირებს. ამბობს, რომ მამით ამაყობს. ყველაზე მეტს კი უმცროს ძმაზე - ცოტნე ივანიშვილზე საუბრობს.

აშკარაა, რომ ბერას და ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი ხშირად არიან დაკავებული მუსიკით, ერთნაირი და ერთობლივი ფოტოსესიებით და ა.შ.

ცოტნე იყო ბერას ერთ-ერთი მეჯვარე. ერთად მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მათი ფოტოებიდანაც ჩანს.

უმცროსი ივანიშვილი უკვე თინეიჯერია, ის მხატვრობით არის გატაცებული. უყვარს ცხოველები და ჰყავს კიდევაც. ცოტნეს აქვს ულამაზესი ნამუშევრები, რომლებსაც "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს და დადებითი კომენტარებიც არ აკლია.

ცოტნემ საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას ბერა ივანიშვილს და საჩუქარმა რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს