ავტორი:

ავტომანქანქანა, რომელსაც გორში ჩატარებული fashion week-ის ბანერები გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა

ავტომანქანქანა, რომელსაც გორში ჩატარებული fashion week-ის ბანერები გადაჰქონდა, ავარიაში მოყვა

ცოტა ხნის წინ გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. მორიგე ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"შემოყვანილია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. ჩვენი ინფორმაციით, იგი სატვირთო ავტომანქანის ძარიდან გადმოვარდა, რა დროსაც სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც და შემდგომი მკურნალობის გადაწყვეტილებას რეანომატოლოგები მიიღებენ", - განაცხდა დავით გასიტაშვილმა.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ორი დღის წინ გორში ჩატარებული fashion week-ის ორგანიზატორებმა კეთილმოწყობის სააგენტოს ბანერის გადატანა სთხოვეს და სწორედ აღნიშნული ბანერის ტრანსპორტირებისას მოხდა შემთხვევა. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელმა ბანერის დაჭერა ვეღარ შეძლო და სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვარდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია