ავტორი:

5 იდეა კრაფტისთვის, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებად

5 იდეა კრაფტისთვის, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებად

ზაფხულში ადამიანების ცხოვრება ფერადი და საინტერესო ხდება, სწორედ ამიტომ უფრო ხშირად უჩნდებათ სურვილი, რომ მათ გარშემო არსებული სივრცეებიც უფრო მრავალფეროვანი და მომხიბვლელი იყოს. ბავშვებისათვის, კი ზაფხული არდადეგებს, ბაღისგან, სკოლისგან და სწავლისგან დასვენებასა და თამაშით გატარებულ დღეებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ხშირად უნდებათ ხოლმე, რომ სახლიც ისეთივე ფერადი დეკორაციებით მორთონ, როგორ ფერად განწყობაზეც არიან. კრაფტზე მუშაობა ერთგვარი განტვირთვაცაა და თანაც ასე ძალიან ლამაზი და ორიგინალური ნივთების დამზადებაა შესაძლებელი. წარმოგიდგენთ 5 იდეას, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ კრაფტის გამოყენებით ფერადი ნივთები, საზაფხულო განწყობის გასამრავალფეროვნებლად.

საფანქრე

ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ხატვაა, ისინი გიჟდებიან საკუთარი ხელებით პატარ-პატარა ხელოვნების ნიმუშების შექმნაზე. ფერადი საფანქრის დამზადებაში შეგიძლიათ პატარას თქვენც დაეხმაროთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 20-30 ცალი ესკიმოს ნაყინის ჯოხი, საღებავები, წებო, მყარი მუყაოს ქაღალდი და ფერადი ფურცლები. მუყაოს ქაღალდს მიეცით კვადრატის ან მართკუთხედის ფორმა და შეღებეთ თქვენთვის სასურველ ფერად. შემდეგ ნაყინის ჯოხები დაანაწილეთ ოთხად და ცალკ-ცალკე დაიწყეთ მათგან მართკუთხედების შექმნა, წებოს გამოყენებით. გაითვალისწინეთ მუყაოს ქაღალდის სიგრძე და სიგანე. შემდეგ კი ისინიც გააფერადეთ საღებავებით და დაამაგრეთ მუყაოს კუთხეებში წებოს მეშვეობით. უკვე "აშენებულ" ფანქრების ჩასაწყობს სურვილისამებრ შეგიძლიათ მიაკრათ ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურები, პეპლები, მზე და ა. შ.

ყვავილების ლარნაკი, შუშის ქილისგან

გაზაფხულსა და ზაფხულზე ბუნება გაცილებით უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი ხდება, ამ პერიოდში ყველაზე მეტი ყვავილი ხარობს. სწორედ ამიტომ მათ ჩასაწყობად შეგიძლიათ, თქვენ პატარასთან ერთად ჩვეულებრივი შუშის ქილისგან ულამაზესი ყვავილების ლარნაკი დაამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: საშუალო ზომის თოკი, თეთრი წებო, ფერადი ქვიშა და ქაღალდი. პირველ რიგში ქილის თავს რამდენჯერმე შემოახვიეთ ბაწარი ისე, რომ საბოლოოდ წინა მხარეს ბაფთის მსგავსად შეკრათ. დეკორაციისთვის, ქილაზე დახატეთ თეთრი წებოს გამოყენებით ფორმები და დააყარეთ ფერადი ქვიშა. დაელოდეთ დაახლოებით 15–20 წუთი, რომ ქვიშა დაწებდეს ზედაპირზე. საბოლოოდ, კი ყვავილების ლარნაკიც მზადაა.

შემეცნებითი ყვავილები

თუ გსურთ, რომ არდადეგების პერიოდში თქვენმა შვილმა დამატებითი ცოდნა მიიღოს და ხალისით ისწავლოს ანბანი, შეგიძლიათ ყვავილების ანბანის დამზადება ასწავლოთ. თუ სკოლაში უკვე დადის შეგიძლიათ ასის ფარგლებში მიმატება გამოკლებაში, ან გამრავლების ტაბულაში ამეცადინოთ. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭერით წრეები და ერთმანეთს ისე მიამაგრეთ, რომ ყვავილი გამოვიდეს, ყვავილის გულში კი პატარას ისეთი რამ დააწერინეთ, რაც გინდათ რომ დაამახსოვრდეს. მაგალითად, თუ ბავშვს გამრავლების ტაბულას ასწავლით, შეგიძლიათ პირველ გვერდზე პასუხის გარეშე გამოსახოთ მაგალითი, ხოლო როცა პატარა პასუხს გეტყვით უკანა მხარეს მიწერილი სწორი პასუხი აჩვენოთ. ასე თამაშ-თამაშით ისინი ყველაფერს უკეთ დაიმახსოვრებენ.

მარაო ნაყინების ჯოხებისგან წაიკითხეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს