ავტორი:

სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველა საერთაშორისო ბრენდი ერთ სივრცეში

სამშენებლო და სარემონტო მასალების ყველა საერთაშორისო ბრენდი ერთ სივრცეში

მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი დღეის მდგომარეობით ბაზარზე 6 ფილიალს აერთიანებს. მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი - აგლაძის #51 ში, განახლების და რემონტის პროცესშია, მიმდინარე ზაფხულს კი სრულიად ახალი შოურუმებით იქნება წარმოდგენილი. მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტითა და შიდა წარმოებით, ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. ქსელში წარმოდგენილია მულტიბრენდული ავეჯის მზა შოურუმები, საყოფაცხოვრებო ნივთები, დეკორატიული აქსესუარები, საღებავები, განათება, კარებისა და შპალერის ფართო ასორტიმენტი, სველი წერტილებისა და სააბაზანო აქსესუარების სრული კომპლექტი. მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი, საერთაშორისო ბრენდის BETEK - ის საღებავსების ოფიციალური დილერია საქართველოში. რა უპირატესობები აქვს ბეტეკის საღებავს სხვებთან შედარებით და რატომ უნდა შევიძინოთ ის მოდუსის ქსელში, ამაზე გვესაუბრება, სომხეთსა და საქართველოში, ბეტეკის საღებავების ბრენდ მენეჯერი ზურაბ ქამაშიძე.

პირველ რიგში როგორია BETEK - ის, როგორც ბრენდის ისტორია ?

კომპანია ბეტეკს, სამშენებლო მასალების წარმოების 30 წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის პროდუქციასაც გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ბრედნის ისტორია იწყება თურქეთში 1988 წლიდან. თავდაპირველად მისი წარმოება მოიცავდა ბეტონის დანამატებს და დღეს უკვე კომპანია აწარმოებს ჰიდროდა თბო იზოლაციის მასალებს, წებო-ცემენტს, კირ-ხსნარებს, საიზოლაციო მასალებს, საღებავებს, სამშენებლო ქიმიკატებსა და სხვა. Betek-ს საწარმოო ქარხნები სხვადასხვა ქვეყნებში აქვს განთავსებული. 2007 წლიდან ბეტეკმა გახსნა RMI სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც წარმოების პროცესში ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობს და პროდუქტს საერთაშორისო დონის სტანდარტებში აქცევს.

BETEK - ის ბრენდის რომელი პროდუქტის ოფიციალური დილერია მოდუსის ქსელი?

მოდუსის ჰიპერმარკეტების ქსელი 2000 წლიდან, ბეტეკის ბრენდის საღებავების, სრული ასორტიმენტის ექსკლუზიური დისტრიბუტორია, საქართველოსა და სომხეთში. რაც იმას ნიშნავს რომ ფასის, კვალიფიციური მომსახურებისა და არჩვენის მრავალფეროვნება არის მთავარი უპირატესოსბები, რის გამოც მომხმარებელი აკითხავს მოდუსის ქსელს. ის, რომ ბეტეკის საღებავი არ შეიცავს ტყვიას, არის ეკოლოგიურად სუფთა და აქვს ხარისხის გარანტია, არის მთავარი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას. საღებავი არ არის მარტივად ასარჩევი პროდუქტი, თუნდაც მისი კომპლექსური შემადგენლობის გამო, ეს ხომ მხოლოდ ფერის არჩევა არ არის, ეს არის სრული კომპლექტი კვალიფიციურ მომსახურებაში, ამიტომ ბრენდის წარმომადგენლებმა ნდობის ეს ფაქტორი დაუდასტურეს მოდუსის ქსელს, რომ ზუსტად ის იყოს ოფიციალური დილერი. ქსელში მუდმივად ხდება პერსონალის კვალიფიციური გადამზადება.

რა მთავარი უპირატესობები გამოარჩევს პროდუქტს სხვა საღებავებისგან?

BETEK-ის პროდუქცია დამზადებულია უმაღლესი სტანდარტის ტექნოლოგიებით. არცერთი პროდუქტი არ შეიცავს ტყვიას, არის ეკოლოგიურად სუფთა და საღებავის ხარისხს აქვს მრავალწლიანი გარანტია. ძალიან მოკელთ რომ გითხრათ, ყველა ის უპირატესობა თავმოყრილია ამ ბრენდში, რაც შეიძლება დაჭირდეს ადამიანს საღებავისგან, მათ შორისაა მოხმარების ეკონომიურობა. როცა საუბარია რომ ყიდულობ ხარისხიანს, ეკონომიურ ფასად და ეკოლოგიურად სუფთას, ვფიქრობ ეს არის პროდუქტის მთავარი უპირატესობები.

BETEK - ის საღებავს ბაზარზე შევხვდებით სხვა ლოკაციებზეც, რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა მოდუსის ქსელში შეძენას?

საქართველოში, სადაც არ უნდა შეხვდეთ ბეტეკის საღებავს, სხვა გასაყიდ ლოკაციაზე, ეს არის მოდუსის ქსელისგან გასული პროდუქცია, რათქმაუნდა იგივეა ხარისხი მაგრამ ფასის, კვალიფიცული მომსახურებისა და არჩვენის მრავალფოვნებაზე გარანტიას, მხოლოდ მოდუსის ქსელში შეძენისას იღებთ. გარდა ამისა მოდუსში საღებავის სასურველი ფერის დამზადება არის საჩუქრად, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ ფერს ყიდულობთ თეთრის ფასად, მაშინ როცა სხვაგან იგივე მომსახურება 20- დან 80- ლარამდე ღირებულებით მეტი დაგიჯდებათ. მოდუსის ყველა ფილიალი აღჭურვილია RENXMATIK სისტემის დანადგარით, რისი საშუალებითაც მომხმარებელისთვის მზადდება ყველა სასურველი ფერი უფასოდ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი