თანამედროვე და ანტიკავრული ავეჯი, მრავაფეროვანი არჩევანი, მოდური სტილი და ფერები, მაღალი ხარისხი - ეს ავეჯის სალონი „ალუქსია“, რომელიც 23 ივლისს საზეიმოდ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს #18ა-ში გაიხსნა.
„ალუქსში“ ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანია. შოურუმში წარმოდგენილია როგორც თანამედროვე ევროპული, ისე ეგვიპტური სტილის ავეჯი. ეს „ალუქსის“ პირველი მაღაზიაა, თუმცა როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი განმარტავს, უახლოეს მომავალში გაფართოებაც იგეგმება.

„ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს ავეჯის მრავალფეროვან და რაც მთავარია, გემოვნებიან არჩევანს ვთავაზობთ. ჩვენი ავეჯის ძირითადი ნაწილი ევროპულია. უმეტესად გერმანულ ავეჯს ვთავაზობთ მომხმარებელს. მაღალი ხარისხი კი ჩვენთან გარანტირებულია. ერთ თვეში თანამედროვე ავეჯის განახლებულ კოლექციასაც ველოდებით. ეტაპობრივად გაფართოებასაც ვგეგმავთ. როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი მაღაზია გაიხსნება,“ - განაცხადა გიგა ბატკუაშვილმა.
„ზოგადად, ავეჯი ქმნის კომფორტსა და სიმყუდროვეს ოჯახში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღებით შეარჩიოთ თქვენი სახლის ინტერიერის თითოეული დეტალი. ჩვენ გვინდა, მთელი ქვეყნის მოსახლეობას მივცეთ გემოვნებიანი ავეჯის შეძენის შესაძლებლობა,“ - დაამატა მან.

„ალუქსის“ გახნის ღონისძიებას არაერთი ცნობილი სახე და შოუბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
სალომე ბაკურაძე: „ეს არის ადგილი, რომელიც ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. ერთ სივრცეში ძალიან ბევრი ნივთია თავმოყრილი. უამრავი საინტერესო რამ არის, რომლის შესაბამის ინტერიერში გადანაც საინტერესეო, განსაკუთრებულ და გამორჩეულ გარემოს შექმნის. მე, პირადად, ძალიან მომეწონა სავარძლების მრავალფეროვანი არჩევანი. როცა დამჭირდება, აუცილებლად მოვაკითხავ ამ შოურუმს.“

ლალი ტოტიკაშვილი: „ავეჯის სალონი ძალიან მომეწონა. მე მინიმალისტური სტილი მომწონს და არსებული კოლექციიდან ამ სტილში ორი დივანს დიდი სიამოვნებით შევიძენდი. ერთის ფერმა მომხიბლა, განსაკუთრებული ყვითელია. მეორე შემთხვევაში კი დიზაინი მომეწონა.“
\
მაღაზია „ალუქსი“ „ალუ ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. ჯგუფის ყველაზე მსხვილი კომპანია „ალუ დეველოპმენტია“, რომელიც თბილისის რამდენიმე უბანში საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. როგორც ბატკუაშვილი განმარტავს, აღნიშნული კორპუსების ყველა მობიდნარე ავეჯის სალონში განსაკუთრებული მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ქართული რესტორანი „ალაგიც“,
R