ავტორი:

როგორია ცხოვრება თანამედროვე კომპლექსში- ყველაფერი ერთ სივრცეში

როგორია ცხოვრება თანამედროვე კომპლექსში- ყველაფერი ერთ სივრცეში

Smart living - ეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული კონცეფცია ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენების ხარჯზე ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას გულისხმობს.

გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან ერთად, კონცეფცია კომფორტული საცხოვრებელი სახლების, ოფისებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას გულისხმობს, რომელიც შერწყმულია გამწვანებულ სივრცესთან და რეკრეაციული ზონებით არის დატვირთული. მიზეზი მარტივია - მწვანე საფარი და სუფთა ჰაერი და წყალი ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა. კომფორტული გარემო კი 21-ე საუკუნის ადამიანისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ამაზე სპეციალური წიგნებიც კი იწერება.

ბოლო პერიოდში, Smart living-ის კონცეფცია საქართველოშიც მკვიდრდება. თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს პროექტების განხორციელებისას რეკრეაციული ზონისა და მწვანე საფარის კოეფიციენტის გათვალისწინებას სთხოვს, თუმცა ჩვენ - მომხმარებლები დაწესებულ კოეფიციენტზე მეტს ვითხოვთ. უფრო კონკრეტულად კი ჩვენი მოთხოვნა არის Smart living, რომელიც უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებას, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში ცხოვრებას მოიცავს.

ჩვენს ქვეყანაში ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენია“. კომპანიამ დიღმის ტერიტორიაზე „მწვანე ალმასი“ განახორციელა და მწვანე სივრცე და ურბანული ნაგებობი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოიყვანა.

გარდა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით ნაგები ბინებისა, მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომია ღია საცურაო აუზები, კალათბურთისა და ღია სავარჯიშო სივრცეები, საბავშვო მოედნები, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

საცხოვრებელი კომპლექსი - „მწვანე ალმასი“ სამ ეტაპს მოიცავს და ჯამში 70 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი. პროექტი ოლიმპიური ობიექტების მახლობლადაა განთავსებული და მის მობინადრეებს გამონაბოლქვი, სატრანსპორტო საშუალებებისგან გამოწვეული ხმაური და დაბეტონებული უბნები არ აწუხებთ.

სამივე ეტაპის ჩათვლით, კომპლექსი ჯამში 23 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, რაც მთლიანობაში 1686 ბინას მოიცავს. კომპანიამ მეორე ეტაპის მცხოვრებლებისათვის ბინების გადაბარების პროცესი უკვე დაიწყო. მათ ნაწილს ბინის გასაღები გადაეცა და მალე საცხოვრებლად გადასვლის საშუალებაც მიეცემათ.

სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენში“ განმარტავენ, რომ კომპლექსის 1/3 გამწვანებული ტერიტორიას წარმოადგენს, რაც მობინადრეებისთვის დიდი კომფორტია. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, მათ საშუალება აქვთ, გამწვანებულ სივრცეში, სუფთა ჰაერზე განიტვირთონ და დაისვენონ.

„მწვანე ალმასის“ მომავალი მობინადრეები განმარტავენ, რომ ჯანსაღი გარემო და სპორტული კომპლექსების სიახლოვეს ცხოვრება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არჩევანი სწორედ „მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტზე შეაჩერეს. ია ციხელაშვილმა და ზაზა სოსელიამ შვილებთან, ანასა და ნიკოლოზთან თავიანთი კუთვნილი ბინა უკვე დაათვალიერეს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, „მწვანე ალმასის“ კომპლექსი ხარისხისა და ჯანსაღი გარემოს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„ჩვენი ოჯახის თვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო, ეცხოვრა ისეთ გარემოში, რომელიც იქნებოდა მყუდრო,უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, ჯანსაღი. ასევე, ძალიან გვინდოდა, რომ ბავშვებს ჰქონოდათ უსაფრთხო და ძალიან მხიარული გარემო. ძალიან გაგვიმართლა, რადგან „მწვანე ალმასი“ სწორედ ის ადგილია, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს”, - აღნიშნა ია ციხელაშვილმა.

„მწვანე ალმასში“ ახალი ბინის კიდევ ერთი მესაკუთრეა გიორგი ბერიძეც, მეუღლესთან, მარიამ კუპატაძესთან და ქალიშვილ სალომესთან ერთად კომპლექსში საცხოვრებლად მალე გადავა.

„ჩვენთვის, უფროსებისთვის, ძალიან დიდი მნიშვენლობა ჰქონდა ადგილმდებარეობას. გვინდოდა, ბინა, რომელსაც შევიძენდით, სპორტული კომპლექსის სიახლოვეს ყოფილიყო. აქ კი ორმაგად გაგვიმართლა, ოლიმპიური კომპლექსებიც ახლოსაა და საცხოვრებელი კომპლექსის ეზოც სრულადაა აღჭურვილი სპორტული სივრცეებით, რაც დამატებით სტიმულს მოგვცემს იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ჩვენც აქტიურად მივყვეთ“, - აღნიშნეს მათ.

Smart Living-ის ტრენდი ადამიანებს უკეთ ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს, მთავარია, ამისკენ სწრაფვა გვქონდეს. როგორც ევროკომისიის კონცეფციაშია აღნიშნული, ჭკვიანურად ცხოვრების შესაძლებლობა სიმარტივეს, მეტ მოქნილობას, ეკონომიკურად გაძლიერებასა და სიჯანსაღეს აერთიანებს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, სამშენებლო, სატრანპორტო და მათთან დაკავშირებულმა სხვა სექტორებმა გარემოსა და თანამოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნონ.

როგორც „მაქრო ქონსთრაქშენში“ აღნიშნავენ, კომპანია იზიარებს მოქალაქეების მოთხოვნას, უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვროს და გახდეს უფრო პროდუქტიული. ამასთან, ფეხს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ცდილობს, გარემოზე ნაკლები ზემოქმედება მოახდინოს და მაქსიმლურად იზრუნოს.

„მწვანე ალმასის” კომპლექსში ბინების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები თქვენზე მორგებული, კომფორტული საცხოვრებელი ფართის შერჩევაში აუცილებლად დაგეხმარებიან.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის