ავტორი:

10 წიგნი, რომელიც ზღვაზე უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი, რომელიც ზღვაზე უნდა წაიკითხოთ

ზღვა, მზე, სანაპირო, რუჯი და ბევრი დრო, რომელიც ხშირად არ იციან ადამიანებმა, როგორ გაიყვანონ. ამ დროს წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. წიგნებში ამოკითხული საინტერესო, მოულოდნელი და შთამბეჭდავი ამბები მათ საზაფხულო თავგადასავალს უფრო დაუვიწყარს ხდის. ადამიანი ივსება დადებითი ემოციებით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიყვება.თუმცა წიგნის კითხვით განსაკუთრებული სიამოვნება რომ მიიღოთ, დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის. ჩვენ გირჩევთ 10 წიგნს, რომელიც ზღვაზე უნდა გაიყოლოთ და წაიკითხოთ.

ჯეკ კერუაკი „გზაზე“

რომანის მთავარი გმირი სალ ფარადაიზი შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. საინტერესოა ისიც, რომ სალ ფარადაიზის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია.

სკოტ ფიცჯერალდი „ნაზია ღამე“

„ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილზე ნიკოლზე ქორწინება კი მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი იკურნება.

იენ მაკიუენი „მონანიება“

21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.

გიორგი ლეონიძე „ნატვრის ხე’“

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მახსოვრობაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია. ლეონიძის მოთხრობებისთვის დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიზმი და გულწრფელობა დიდხანს მიყვება „ნატვრის ხესთან“ ზიარებულ მკითხველსაც და მაყურებელსაც. ამავე სახელწოდებისა და მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაიღო.

ხალიდ ჰოსეინი „ფრანით მორბენალი“

წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. "1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე - საბჭოთა კავშირი.

ვირჯინია ვულფი „მისის დოლოვეი“

“როცა ვბერდებით, შეგვიძლია, თავი ერთი რამით დავიმშვიდოთ: მიუხედავად იმისა, რომ მწველი ვნებები არ ნელდება, მხოლოდ სიბერეში შეგვიძლია, განვლილი ცხოვრება შევიცნოთ, გამოცდილება ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ. ცხოვრება სწორედ მაშინ ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი…” - ვირჯინია ვულფი "მისის დოლოვეი"

ფრანსუაზ საგანი „გიყვართ ბრამსი?!“

"გიყვართ ბრამსი" შესანიშნავი ფრანგი მწერლის ფრასუაზ საგანის რომანია. რომანი სიყვარულზე, თავდავიწყებასა და იმედგაცრუებაზე, სიყვარულზე, რომელიც თავისთავადაა ცხოვრება, თუნდაც ბედნიერი ფინალი არ ჰქონდეს.

მარკ ტვენი „ტომ სოიერის თავგადასავალი“

მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მშვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს. წაიკითხეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს