ავტორი:

"მოვარდნენ 5 მანქანით, ცდილობდნენ სურათის შექმნას, თითქოს მოძალადეს აკავებდნენ" - კოტე კემულარია ოქრუაშვილის დაკავებაზე

"მოვარდნენ 5 მანქანით, ცდილობდნენ სურათის შექმნას, თითქოს მოძალადეს აკავებდნენ" - კოტე კემულარია ოქრუაშვილის დაკავებაზე

მოვარდნენ 5 მანქანით, ცდილობდნენ სურათის შექმნას, თითქოს მოძალადეს აკავებდნენ, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩემთან სახლში ვიკრიბებოდით, რომ ბოლო დროის მოვლენები განგვეხილა. ასე დადგეს სპექტაკლი, სადამსჯელო ოპერაცია იყო. ეს იყო სხვების შეშინების მცდელობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავის ეშინია, პოლიტიკოსს არასდროს ეშინია დაჭერის", - აღნიშნა კემულარიამ.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს