ავტორი:

რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია - "მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია"

რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია - "მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია"

ზაფხული დასვენების სეზონია, თუმცა ახალი თავსატეხი იჩენს თავს - სად წავიყვანოთ დასასვენებლად ბავშვები. მაშინ, როცა დედა მუშაობს და მისი შვებულება 2 კვირით, ან უკეთეს შემთხვევაში ერთი თვით განისაზღვრება, ამ ყველაფერს ემატება იმაზე ფიქრი, დანარჩენ ორ თვეს ვისთან ერთად გავუშვათ შვილები ამა თუ იმ კურორტზე. ტელეწამყვან გვანცა დარასელიას შვილები საკუთარ სოფელში ყოვლწლიურად დაჰყავს და ფიქრობს, რომ სოფლის ცხოვრების ნახვა და შეგრძნობა ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთან ერთად, ახერხებს იმასაც, რომ ზაფხულობით ბავშვებმა მთისა და ზღვის ჰაერი გამოიცვალონ. თუმცა, წელს ზღვაზე დასვენებაზე უარს ამბობს. თუ რატომ, ამის შესახებ ის mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს:

- ერეკლემ პირველი კლასი წარმატებით დაასრულა, დიდი ხნის განმავლობში გვინდოდა მისი პარიზში წაყვანა და სასწავლო წლის კარგ შედეგებზე დასრულების შემდეგ, საჩუქარი გავუკეთეთ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო. გახარებული ვიყავი იმით, რომ გამოხატავდა მოგზაურობით მიღებულ ემოციებს, ვფიქრობ, დიდხანს გაჰყვება შთაბეჭდილებები. მოგზაურობის დროს თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, ერეკლე ძალიან კომფორტული და კარგი ადამიანია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ჩემთვის ეს ყველაზე დაუვიწყარი ერთი კვირა იყო, რაც კი მქონია ცხოვრებაში. მე და ჩემი მეგობარი შვილებით ვიყავით წასულები, ძალიან მხიარულად გაატარეს ბავშვებმა დრო.

- მეუღლე არ გახლდათ, ხომ? ეს შენი და ერეკლეს მოგზაურობა იყო...

- კი, ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც წამოსულიყო, მაგრამ რატომღაც საფრანგეთი არ უყვარს, რატომ არ ვიცი, შესაბამისად გადავწყვიტეთ, მე და ერეკლე წავსულიყავით. თან ლილესთანაც ცოტა მოგვერიდა, ყველა რომ წავსულიყავით და დაგვეტოვებინა (იღიმის). თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, გვევლო ბევრი და დაგვეთვალიერებინა მეტი ღირსშესანიშნაობა, სხვათა შორის, ერკელე ამ მხრივაც კომფორტული აღმოჩნდა. ლილე ამ დროს მამიკოსთან იყო.

- ახლა როგორ ატარებენ ბავშვები ზაფხულს. მომუშავე დედებისთვის ზაფხულში ბავშვების დასასვენებლად გაშვება პრობლემატური საკითხია...

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის მშობლები, ასევე ჩემი მული ძალიან მეხმარებიან. მაქვს იმის ფუფუნება, მათთან ერთად გავუშვა ბავშვები, როცა მე ვმუშაობ და პარასკევი, შაბათი, კვირა ჩავაკითხო. ახლაც აბასთუმანში წავიყვანე, სადაც ორ კვირას გაატარებენ, ესაა ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელს, უცვლელად ვასრულებთ. აბასთუმანი ყველანაირად კარგია და ყოველთვის ვცდილობთ, ორი კვირით ბავშვები ჩავიყვანოთ. ტრაციდიულად ჩემთან თიანეთში აუცილებლად წავალთ წელსაც, ოღონდ მე რომ შვებულებაში ვიქნები, მაშინ...წაიკითხეთ სრულად

რას აცხადებენ საპატრიარქოში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეზღუდულია მასთან შეხვედრები"

"ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რატიანი კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადებას შორის განსხვავებას განმარტავს