ავტორი:

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - მედია და ფანები არკვევენ, ვის მიჰყვება მომღერალი

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - მედია და ფანები არკვევენ, ვის მიჰყვება მომღერალი

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება რუსულ და ქართულ მედიაში მუდმივად განხილვის მიზეზია. მას შემდეგ, რაც მეუღლეს - ლევ გეიხმანსა და შემდეგ რეპერ გუფს დაშორდა, А-Студио-ს სოლისტის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის დროს, ქეთა თოფურიას მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე მასიური ბეჭედი შენიშნეს და ყველამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნობის ბეჭედია. რუსულმა მედიამაც მაშინვე დაიწყო მოკვლევა, ვინ შეიძლება იყოს ის, ვისაც ქეთას ხელი ეკუთვნის - ხომ არ არის ეს კვლავ რეპერი გუფი?

32 წლის ქეთა თოფურიას ხელზე ბეჭედი ახალ ფოტოებშიც უკეთია. ბაქოში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ ЖАРА 2019-ზე გამოსვლამდე, მომღერალმა ფოტოკამერების წინ იპოზიორა ულამაზესი თეთრი კაბით და მარჯვენა ხელზე მასიური ბრილიანტის ბეჭდით.

А-Студио-ს სოლისტი ბეჭდის თაობაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა ფანები მოსაზრებებს გამოთქვამენ:

"ნუთუ გუფს მიჰყვება?"; "ეს უბრალოდ ბეჭედია თუ დაინიშნე?"; "გამოტყდი, რომ გუფზე აპირებ დაქორწინებას"; "ქორწილი გველის?"; "არაჩვეულებრივი პატარძალი იქნება!" - წერენ სოციალური ქსელების კომენტარებში.

თუმცა, რეპერის გარდა რუსული მედია კიდევ ერთ შესაძლო კანდიდატზე წერს. ეს მომღერალი სერგეი ლაზარევია. ბაქოში ფესტივალის დროს ქეთა და სერგეი ერთად დააფიქსირეს, შემდეგ კი ლაზარევმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე დაწერა:

"ქეთი! ვაღმერთებ მისი სტილის გამო! ჩვენი სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე... და არ დამილევია, უბრალოდ, ქეთის გვერდით ყოველთვის სახალისოა..."

ჯერჯერობით ჟურნალისტებიც და ფანებიც მხოლოდ ეჭვებს გამოთქვამენ, ვიდრე ქეთა არ იტყვის - ეს უბრალოდ სამკაულია, თუ ნიშნობის ბეჭედი...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება