ავტორი:

თუშეთში ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები ხვალამდე შეწყდა

თუშეთში ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები ხვალამდე შეწყდა

თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულებს, ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანს დაჟეჟილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი, რომელშიც 12 ადამიანი იჯდა, ხევში გადავარდა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს გამოუცხადა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია