ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საზაფხულო აქციის პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საზაფხულო აქციის პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საზაფხულო აქციის პირობებს აგვისტოს ბოლომდე ძალაში ტოვებს. ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას კვლავაც სპეციალურ ფასად შეძლებენ.

VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ახალი, იაპონური წარმოების ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელები ამ ტიპის მომსახურებაში კვლავაც 100 ლარს გადაიხდიან, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლები კი - 125 ლარს.

გარდა ამისა, მომხმარებელი, რომელიც საზაფხულო აქციაში ჩაერთვება, „ტოიოტა ცენტრ თბილისისგან“ სალონისა და ჰაერის ორიგინალი წარმოების ფილტრებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. ამ შეთავაზებით ტოიოტას ოფიციალური დილერი გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება და მომხმარებელს სთავაზობს, თავი დაიცვას ქუჩაში არსებული გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვისგან, რის გარანტიასაც სალონის ახალი ორიგინალი ფილტრი იძლევა. რაც შეეხება ჰაერის ფილტრს, ის ავტომანქანის ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს, შედეგად, გარემოს დაბინძურება მცირდება.

ტოიოტას მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საზაფხულო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი