ავტორი:

კონკურსი კომპანიებისთვის ,,HR ტურისტი” დაიწყო

კონკურსი კომპანიებისთვის ,,HR ტურისტი” დაიწყო

ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით, პალიტრა მედია ჰოლდინგისა და Teamboat-ის პარტნიორობით, ჩატარდება კონკურსი, გუნდური თამაში "HR ტურისტი“ საქართველოს რეგიონების უცნობი ადგილების აღმოსაჩენად, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერი და თანამშრომლები მიიღებენ.

კონკურსის მიზანია, HR მენეჯერებისა და მათი გუნდების მიერ საქართველოს რეგიონებში ახალი ადგილების აღმოჩენა, უცნობი ფაქტების შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელება. ამავე დროს რეგიონული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.

რეგიონებში გამგზავრებამდე Teamboat-ის დამფუძნებელი და ტრენერი, კონსულტანტი პაატა პაპავა კონკურსის ყველა მონაწილეს, ტრენინგს ჩაუტარებს ეთნოგრაფიულ კვლევაზე: თუ როგორ აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ ტურისტული ადგილები. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია მოკლე დროში და გადავიღოთ შესაბამისი ფოტოები.

ტრენინგზე გუნდები რეგიონებში, ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდებიან (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო). შემდეგ კი, სასურველ ადგილმდებარეობას თავად შეარჩევენ, სადაც 2-3 დღით დარჩებიან.

გუნდებს სურვილისამებრ შეუძლიათ ადგილობრივად განახორციელეონ სოციალური აქტივობები. მაგალითად წიგნებით დაეხმარონ ბიბლიოთეკებს, ჩაუტარონ ტრენინგი ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით, გესთ ჰაუსებს დაეხმარონ ცნობადობის გაზრდაში და ა.შ

"HR ტურისტს“ ეყოლება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც წინასწარ დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. პირველ ადგილზე გასული გუნდი, რეგიონის საპატიო ელჩის სტატუსს მიიღებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

შეფასების კრიტერიუმები:

საინტერესო აღმოჩენები (ადგილი, ისტორია, ადამიანები, კულტურა და სხვა);

ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;

სასარგებლო CSR აქტივობები.

ზაფხული აღმოჩენებისთვის საუკეთესო პერიოდია. კონკურსის შედეგად, უფრო მეტი ადგილი გახდება ცნობილი და ტურისტულად მიმზიდველი, გუგლს კი საქართველოს რეგიონების შესახებ მეტ ინფორმაციას მივაწვდით, რაც საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს ქვეყნის მიმართ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით 10 აგვისტომდე.

სარეგისტრაციო ლინკი და დეტალები იხილეთ აქ: HR ტურისტი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი