ავტორი:

"კოტეს 1 წელია ცხვირის კორექციას ვთხოვ და უარი მაქვს, არც მისმენს" - თავის მოვლის ხრიკები და რჩევები ეკა ბალანჩივაძისგან

"კოტეს 1 წელია ცხვირის კორექციას ვთხოვ და უარი მაქვს, არც მისმენს" - თავის მოვლის ხრიკები და რჩევები ეკა ბალანჩივაძისგან

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ყოველთვის მოვლილად და ლამაზად გამოიყურება. თუ როგორ უვლის ეკა თავს, როგორია მისი თავის მოვლის ხრიკები და მიმართავს თუ არა პლასტიკური ჩარევებისთვის თავის მეუღლეს, კოტე მათითაშვილს, ეკა marao.ge-სთან საუბრობს:

როგორია შენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა?

- თავის მოვლას "რუტინას" ვერ დავარქმევ, თუმცა ასე უწოდებენ.საღამოს აუცილებლად ვიბან სახეს მაკიაჟისგან სპეციალური ქაფისმაგვარი საპნით. ვთვლი, რომ მხოლოდ ესეც საკმარისია, იმდენად კარგი და ეფექტური საშუალებაა. ის არა მარტო აშორებს მაკიაჟს, არამედ ატენიანებს კანს, ასხივოსნებს და კანი თითქოს შიგნიდან ბრწყინავს. ვხმარობ სახის შრატს და დამატენიანებელს ლიფტინგით. ასევე, 6 თვეში ერთხელ ვცდილობ სახის დასატენიანებლად მივმართო ესთეტიკის ცენტრებს.

სახლში დამზადებულ ნიღბებს თუ მიმართავ სახის კანისთვის?

- არა, ადრე გამიკეთებია და მივხვდი, რომ ჩემი კანისთვის არ არის მისაღები. მაგალითად, არაჟანი მიცხიმიანებს კანს, მაწონი მიშრობს, თაფლი ალერგიას მაძლევს და ასე შემდეგ. მე პირადად, ვერავის ვერ გავუწევ რეკომენდაციას, სახლის პირობებში სამზარეულოდან აღებული მასალები სახეზე დაიდოს. ძალიან სავალალო შედეგი აქვს ასეთ ცდებს, დამიჯერეთ. ზოგადად, მიყვარს იმპროვიზაციები და ცდების ჩატარება. ამიტომ თამამად შემიძლია გირჩიოთ. პროფესიონალებს ჰკითხეთ, კონკრეტულად თქვენი კანის ტიპს რა მოუხდება. წყალი სვით! წყალი არის ელექსირი ახალგაზრდობის და მშვიდი ძილი. ეს ორი რამეა, რაც არც ფინანსებს საჭიროებს და ვერანაირი ძვირად ღირებული მოვლის საშუალება ვერ შეცვლის.

რომელია ის პროცედურა, რომელსაც თვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კანის მოვლისთვის?

- აუცილებელი პროცედურაა სახის დატენიანება, სპეციალური საშუალებებით ან კოსმეტოლოგთან, თუ რა თქმა უნდა, პრობლემური კანი არ არის, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია დერმატო-კოსმეტოლოგთან თქვენი კანის ტიპის დადგენისთვის...წაიკითხეთ სრულად marao.ge-ზე

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა - როგორია უახლესი მონაცემები

"არ ვიფიქროთ, რომ რადგან დაავადებამ უკან დაიხია, ასე შენარჩუნდება... შესაძლოა, მეორე ტალღა ამ ტალღაშივე მივიღოთ" - ჯანმო