ავტორი:

თურქეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი... - სად და ვისთან ერთად ისვენებენ ცნობილი ქართველები

თურქეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი... - სად და ვისთან ერთად ისვენებენ ცნობილი ქართველები

ზაფხული ის სეზონია, როდესაც ადამიანს დასვენება ყველაზე მეტად სჭირდება. მზიანი დღეების ზღვის სანაპიროზე და ლამაზ მთებში გატარებას არაფერი სჯობს. ყველა იმის მიხედვით აკეთებს არჩევანს, როგორი დასვენებაც ურჩევნია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, სად ისვენებენ ქართველი "სელებრითები". გაირკვა, რომ უმეტესობა ცხელ სეზონს ზღვის სანაპიროზე ატარებს, ზოგი საქართველოში, ზოგი საზღვარგარეთ.

ქრისტინე იმედაძე

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ზღვის და რუჯის დიდი მოყვარულია, ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა საზღვაო კურორტს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ქრისტინე ამჯერად ბათუმში ისვენებს, სადაც მასთან ერთად იმყოფება, ცნობილი სტილისტი და მისი მეგობარი მიშა გასიტაშვილი.

ეკა ხოფერია

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს. ეკა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ანტალიაში ისვენებს. მათთან ერთად იმყოფება ეკა ხოფერიას დისშვილი ნატალია პაპუაშვილი. ჟურნალისტმა ანტალიიდან დისშვილის ფოტო სოციალურ ქსელში დადო, რომელსაც ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია, ყოველთვის ოჯახთან ერთად ისვენებს და არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. თიკა ქმარ-შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფება, სადაც დროს შესანიშნავად ატარებს. აშკარაა, რომ ტელეწამყვანი საბერძნეთის სილამაზით აღფრთოვანებულია და ხშირად პოზირებს სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდეგ კი ფოტოებს მის მეგობრებს "ინსტაგრამზე" უზიარებს.

თაკო ნაცვლიშვილი

ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს საქართველოში ატარებს. ის რამდენიმე კვირის წინ სამშობლოში დაბრუნდა და შვებულებას მშობლებთან ერთად ატარებს. თაკო ოჯახთან ერთად ბეთანიის აგარაკზე ისვენებს.

ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე ზაფხულის შვებულებას პრესტიჟულ და ძვირადღირებულ კურორტებზე ატარებს. ის ჯერ შვეიცარიაში იმყოფებოდა, ხოლო ახლა საფრანგეთში ისვენებს. ნინუცა ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამზე" დასვენებისას გადაღებულ ფოტოებს.