ავტორი:

"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

"სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, გარეთ კრაზანები ბატონობენ!" - ვანის რაიონიდან ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

სოციალურ ქსელებში საქართველოში კრაზანების მომრავლების შესახებ წერენ. ერთ-ერთი მომხმარებელი, ავთო ძაგანია აღნიშნავს, რომ ვანის რაიონში მოსახლეობას მუდმივად აქვს მომარაგებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რადგან სხვანაირად კრაზანასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.

"დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს! ვეპატიჟები სოფლებში პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიგონ, რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც მიხვდეთ, რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში!

ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები (გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია, იქნებ ამიხსნათ ბატონებო), მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდამ, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არცერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა.

ბოლო პრობლემა რაც სოფელს ასე შეეხო იყო ფაროსანები და პირადად ჩემს სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა), ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო ყოჩაღ!

დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვიზიარებ მათი ოჯახების მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი! ბოდიშს ვუხდი იმისთვის,რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის, სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით რომაა დაკომპლექტებული, წვლილი მეც მიმიძღვის! სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არ აქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს-უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს, იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე, იქნებ დექსამეტაზონის გაძვირება მაინც არ იჩქაროთ, ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ).

წლებია, საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი უბრანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!!" - წერს ავთო ძაგანია.

კრაზანების მომატებული რაოდენობის გამო პანიკაა ზესტაფონშიც. kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა. ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია.

ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.

"82 წლის ქალი შეაშინეს და დააწვინეს 5 ინფიცირებულთან ერთად... ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა" - რას წერს ჟურნალისტი

"კლინიკიდან დღეს გამომწერეს და უკვე სახლში ვარ, Covid19-ის დადასტურებიდან მე-11-ე დღეა" - რას წერს ნოდიკო ტატიშვილი

"არ არსებობს "კეთილი" ყაჩაღი. არ აქვს მნიშვნელობა ხაჭაპური აჭამა მძევლებს თუ ტერფების მასაჟი შესთავაზა" - გიორგი გობრონიძე