ავტორი:

აბიტურიენტების 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - გამოცდის შედეგები ცნობილია

აბიტურიენტების 13%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - გამოცდის შედეგები ცნობილია

აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, უნარების შემდეგ, სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.

„აბიტურენტების 12,9% გამოეთიშა პროცესს, რადგან მათ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. რაც შეეხება სხვა საგნის შედეგებს, ვეცდებით, რომ ამ და მომდევნო კვირაში დაიდოს ყველა საგნის შედეგი. მას შემდეგ, რაც ყველა საგანში გამოქვეყნდება შედეგები, დაიწყება აპელაციის პროცესი. ვადებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე,“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრისვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

„რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა ეს შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე. აბიტურიენტებს შეუძლიათ პირადი ნომრითა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, რომელიც მათ ბარათზეა მითითებული, შევიდნენ და გაიგონ თავიანთი ქულები. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ ნომერზე 93333 და მიიღონ ეს ინფორმაცია. აქვე მინდა გავაფრთხილო აბიტურიენტები, რომ სავარაუდოდ ათიათასობით აბიტურიენტი შეეცდება ქულების გაგებას, რის გამოც შესაძლოა, შენელდეს პროცესი და მომენტალურად ვერ მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამიტომ გაითვალისწინონ, რომ თითოეულ მესიჯზე 50 თეთრი ჩამოეჭრებათ და წუთში რამდენიმეს ნუ გაგზავნიან,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

ზოგადი უნარების 1-ელ და მე-3 ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 22 ქულით, ხოლო მე-2 და მე-4 ვარიანტში 24 ქულით განისაზღვრა. როგორც ბრიფინგზე სოფო გორგოძემ განაცხადა, ზოგადი უნარების ტესტის ოთხი ვარიანტიდან თითოეული სხვადასხვა სირთულის იყო, რის გამოც მოხდა ქულების გათანაბრება.

„მოგეხსენებათ, რომ ზოგადი უნარების შემთხვევაში ტესტის ოთხი ვარიანტი არსებობდა და თითოეული ვარიანტი სირთულის მიხედვით შეიძლება ცოტათი გასხვავდებოდეს სხვა ვარიანტისგან. ამიტომ იმისთვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ქულების გათანაბრება ხდება. ამის შემდეგ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დგინდება. სტატისტიკური დამუშავების შედეგად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამსვლელი ქულა პირველ და მესამე ვარიანტებში არის 22 ქულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ პირველი და მესამე ვარიანტი წერეთ და მიიღეთ 22 ქულაზე ნაკლები, ამ შემთხვევაში თქვენ ეთიშებით საგამოცდო პროცესს. რაც შეეხება მე-2 და მე-4 ვარიანტებს, ამ შემთხვევაში გამსვლელი ქულა არის 24 ქულა. შესაბამისად, იმ აბიტურიენტებმა, ვინც 24 ქულაზე ნაკლები მიიღეს გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი