ავტორი:

"ხალხო, გვიშველეთ... რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო?" - კაბუს ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ

"ხალხო, გვიშველეთ... რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო?" - კაბუს ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ

ქართველი რეპერი კაბუ საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართავს, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედით დაინტერესდნენ. ამის შესახებ კახა აბუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ჩართვისას აღნიშნა.

"აქ მოხდა ძალიან საშინელი ფაქტი, რომელსაც დღემდე ვერ ვაცნობიერებ. საფრანგეთის ციხეში ყურადღებას არ აქცევენ ადამიანებს (ქართველ პატიმრებს), რომლებიც ძალიან ცუდად არიან. საბოლოოდ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ძმა იყო, ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო, გარდაიცვალა... ხალხო, 21-ე საკუკუნეში ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. რამდენი ადამიანი უნდა დავხოცოთ? აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას და ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულოზით. მაშინ რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო? ხალხო გვიშველეთ, გეხვეწებით... ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, იმ ბიჭს აღარაფერი ეშველება და სხვები ხომ არიან იქ?! მივიდნენ, იკითხონ ქართველი პატიმრების ბედი, იქნებ გადარჩეს ბევრი მათგანი" - აღნიშნა კაბუმ, რომელიც საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ნიცაში ცხოვრობს.

როგორც ამბობს, საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა ამის უფლება ამჟამად არ აქვს.

"მე არაფერი მჭირს, ღვთის წყალობით ცოცხალი ვარ. მეგობრები მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ისიც არ ვიცი საქართველოში რატომ არ მიშვებენ, ეტყობა განსაკუთრებით საშიში ვარ... კაცმა არ იცის, რა ვადით ვიქნები აქ" - განაცხადა კაბუმ.

შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს. მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა. ქართველი რეპერი ციხიდან 2019 წლის 2 აპრილს გათავისუფლდა.