ავტორი:

როგორ შევუცვალოთ ფერი ავტომობილს გადაღებვის გარეშე? - საქართველოში კომპანია 3M-ის ლიცენზირებული პროდუქცია შემოვიდა

როგორ შევუცვალოთ ფერი ავტომობილს გადაღებვის გარეშე? - საქართველოში კომპანია 3M-ის ლიცენზირებული პროდუქცია შემოვიდა

Smart living-ის კონცეფცია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სწრაფად იკიდებს ფეხს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, რომელიც ამავდროულად, ეკომეგობრულია ან ეკომეგობრული პროდუქციის წარმოებას ემსახურება, ჩვენი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო, ნაკლებად სტრესული და კომფორტული ხდება.

მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიებიც სწორედ ამაზე არიან ორიენტირებულები - ნაკლები ზიანი გარემოს და მეტი სარგებელი საზოგადოებას. პლასტიკის პარკებისა და ჭურჭლის მოხმარების შემცირებასთან ერთად, ბიოდეგრადირებადი პროდუქციის წარმოება უფრო ფართოდ დაიწყო.

ჩვენი ქვეყანა როგორც კანონმდებლობით, ისე ქცევით, უფრო და უფრო ეკომეგობრული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურებისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების თვალსზრისით ბევრი შეცდომა დავუშვით, მათ გამოსწორებაზე ზრუნვა გვიანი ჯერ კიდევ არ არის. როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „პრინტარეამ“ გადაწყვიტა, უმსხვილესი ამერიკული კომპანია 3M-ის პრემიუმ ხარისხის ლიცენზირებული პროდუქცია შემოეტანა, რომელიც ყველაზე გამძლე და ეკომეგობრულია.

ავტომობილების შესაფუთი ფირები ფერის ცვლილებისთვის, მისი დაზიანებისგან დასაცავადან უბრალოდ, ჩვენს ყოველდღიურობაში მრავალფეროვნებისშემოსატანად ნაცადი და გამოცდილი მეთოდია.

როგორც 3M-ის სერტიფიცირებულმა ტრენერმა და ავტომობილების დამცავი ფირების ინსტალაციაში „გინესის“ რეკორდსმენმა რაფალმა განმარტა, მის ქვეყანაში, პოლონეთში კერძო მანქანის მფლობელთა დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ პროდუქციას იყენებს.

„ვფიქრობ, მომხმარებლებს მოსწონთ, რომ შეგიძლია, ავტომობილის ფერი ძალიან ბუნებრივი, ხარისხიანი და გამძლე მასალებით შეცვალო და ამავდროულად, ძველი შეფერილობაც შეინარჩუნო. ასევე, დამცავი ფირებით იცავ მანქანის ფერს და რაც მთავარია, იცი, რომ შენს ავტომობილს ნაკაწრები არ ემუქრება. რაც მთავარია, ფირები 2-დან 5 ან 7-წლამდე თავისუფლად ძლებენ“, - აღნიშნა რაფალმა, რომელმაც საქართველოში 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, „პრინტარეას“ მონტაჟის სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარა და 3M-ის პროდუქციის გამოყენების ტექნიკაასწავლა.

მისი თქმით, ქართველ მომხმარებლებს „პრინტარეას“ სპეციალისტების მომსახურების მიღება უკვე ყოველგვარი რისკების გარეშეც შეუძლიათ. რაფალმა აღნიშნა, რომ ავტომობილების ფირების ინსტალაციასთან ერთად, „პრინტარეას“ თანამშრომლებს 3M-ის მიერ წარმოებული ფანჯრების ფირების ინსტალაციის, ფერის დაცვის ტექნიკის, არქიტექტურული ცვლილებებისთვის განკუთვნილი ფირებისა და ავეჯის შეფუთვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მაგალითად, დიდ სახლებში ან ოფისებში ახალი ავეჯის შეძენა და რემონტი საკმაოდ ძვირი ჯდება. 3M-ის უმაღლესი ხარისხის ეკომეგობრული ფირებით კი შეგიძლიათ, ნახაზებისგან დაზიანებული საწერი მაგიდა რამდენიმე წუთში თანამედროვე, სასიამოვნო სამუშაო სივრცედ აქციოთ ისე, რომ არც ბევრი დროის და არც ბევრი ფინანსების გაღება არ მოგიწიოთ“, - განმარტა რაფალმა.

საქართველოს 3M-ის პოლონეთის ოფისის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვოიტეკ სლასკიც ესტუმრა. ის თავად აკვირდებოდა ფირების ინსტალაციის პროცესს. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ 3M-ის პროდუქცია თითქმის ნებისმიერი კლიმატური პირობებში გამოცდილია, შესაბამისად, საქართველოზე იდეალურად იქნება მორგებული.

„ჩვენი პროდუქციის შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყანაში გამოვცადეთ, ჩვენი ხარისხი დადასტურებულია მსოფლიოს მასშტაბით. 3M-ის მასალების დახმარებით, მომხმარებლებს საკუთარი პიროვნების, ცხოვრების სტილის წარმოჩენა შეუძლიათ: ყველა ხედავს როგორ გამოიყურება თქვენი ავტომობილი, ოფისი, სახლი, შესაბამისად, ისინი ხედავენ თქვენს პიროვნებას“, - აღნიშნა მან.

3M-ის წარმომადგენლები ქართველ მონტაჟის სპეციალისტებს პოლონეთშიც უმასპინძლებენ და მათი დამცავი ფირებისა და არქიტექტურული მასალების ინსტალაციის შესახებ კიდევ უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდიან.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის