ავტორი:

"რეპეტიტორი არ მყოლია" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს

"რეპეტიტორი არ მყოლია" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყო. წელს უნარებში უმაღლესი შეფასება - 80 ქულა არ დაფიქსირებულა. 79 ქულა კი ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა მესამე და მეოთხე ვარიანტებში.

პირველ ვარიანტში უმაღლესი შეფასება 77 ქულა იყო, მეორე ვარიანტში კი – 78. ვინ არიან წარმატებული აბიტურიენტები, რომლებმაც ამ გამოცდაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს - მათ mshoblebi.ge ესაუბრა:

ანუკი გოცაძე (79 ქულა, კერძო სკოლა "ქართული სასწავლებელი"): "ორი კითხვის პასუხი ზუსტად არ მახსოვდა და ორი ქულით ნაკლები დავთვალე. ერთი შეცდომა მაქვს ვერბალურში. ისიც იმიტომ, რომ ვერბალურის დროს პასუხის დაფიქსირება დამავიწყდა და მათემატიკურის დროს დავაფიქსირე შეცდომით. რეპეტიტორი არ მყავდა, რადგან სკოლაში აბიტურის საათები გვაქვს და სკოლაშივე ვემზადებოდი.

აგრარულ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ჩემთვის ყველაზე რთული 2016 წლის ტესტები იყო. წლევანდელი ტესტი წინა წელთან შედარებით უფრო რთულად მომეჩვენა...წაიკითხეთ სრულად და გაიგეთ ვინ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი