ავტორი:

“რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი” – როგორ შეძლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საბანკო რეგულაციების მიუხედავად საკუთარი პოზიციების მყარად შენარჩუნება

“რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი” – როგორ შეძლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საბანკო რეგულაციების მიუხედავად საკუთარი პოზიციების მყარად შენარჩუნება

საბანკო რეგულაციების პარალელურად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი თითქმის, ყოველთვიურად მცირდება. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში 16 მისო გაკოტრდა.

რეგულაციების ამოქმედებამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2019 წლისთვის მიკროსაფინანსოების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდებოდა და ბაზარზე მხოლოდ ყველაზე სტაბილური კომპანიები დარჩებოდნენ. სწორედ ამ უკანასკნელში აღმოჩნდა კომპანია „კრედიტონი“, რომელიც საკუთარ საქმიანობას დღემდე აქტიურად აგრძელებს.

თუ როგორ შეძლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბაზარზე პოზიციების მყარად შენარჩუნება, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თუმცა, მათ შორის უმთავრესი, სტაბილური, მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისი და ამასთან, კომპანიის საერთაშირისო გამოცდილებაა.

კომპანია “ქრიმ ფინანს ჯორჯია” „კრედიტონის“ ბრენდით საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც სრულად იცავს GDPR-ის (General Data Protection Regulation) სტანდარტებს, შესაბამისად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები 100%-ით დაცულია.

“ქრიმ ფინანსი” წარმოადგენს საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანიც დაკრედიტების სფეროს მაქსიმალური გამარტივება და ავტომატიზაციაა. კერძოდ, ალგორითმებსა და ავტომატურ ვერიფიკაციაზე დაყრდნობილი სისტემა, მომხმარებლის შეფასებას უმოკლეს დროში ახდენს; უახლესი ტექნოლოგიების წყალობით კი სესხის მოთხოვნა და მიღება ყველგან და ყოველთვის არის შესაძლებელი.

Cream Finance წარმოდგენილია 8 ქვეყანაში, გააჩნია საერთაშორისო გამოცდილება და ზედმიწევნით აკმაყოფილებს ყველა ქვეყნის სტანდარტსა და რეგულაციებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „კრედიტონის“ წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო თითოეული მომხმარებლის აზრისა და შეხედულების გათვალისწინებაა: „მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალ რეგულაციებზე დაყრდნობით ყველა მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“,- აცხადებენ კომპანიაში.

გარდა იმისა, რომ „კრედიტონში“ სესხის გამცემი დეპარტამენტი მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული, კომპანიის პრობლემური აქტივების დეპარტამენტი წლების განმავლობაში სთავაზობს მათ სასურველ გადახდის სისტემას.

„კრედიტონში“ უმოკლეს დროში შეგიძლიათ მიიღოთ 300-დან 10 000 ლარამდე თანხა სამ წლამდე ვადით - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება წლიურ 50%-ს. გარდა ამისა, სესხს გააჩნია ანუიტეტური დაფარვის გრაფიკი და ასევე შესაძლებელია, გადავადებაც, რომლის დროსაც მომხარებელი იხდის მხოლოდ პროცენტს და დასაფარ ძირს ერთ თვემდე ვადით ავადებს. სესხის მისაღებად კი, საჭიროა შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელფასის, იჯარასა და სხვადასხვა გზავნილების ამონაწერი, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან) კომპანიისთვის ელექტრონულ ფორმატში, დისტანციურად მიწოდება.

რაც შეეხება მომხმარებლებს, კომპანია „კრედიტონში“ მათი რიცხვი ყოველთვიურად მზარდია -„ამ ფაქტის გათვალისწინებით ვცდილობთ, თითოეულ მომხმარებელს მივუდგეთ ინდივიდუალურად, განურჩევლად სესხის სტატუსისა. ჩვენთან არ არსებობენ ცუდი ან კარგი მომხმარებლები, ჩვენი ძირითადი მიზანი თითოეული მათგანის კარგ Feedback - ს პირდაპირპროპორციულად უკავშირდება“,- აღნიშნავენ „კრედიტონში“.

იქიდან გამომდინარე, რომ Cream Finance-ს გააჩნია საერთასორისო გამოცდილება და ზედმიწევნით აკმაყოფილებს ყველა ქვეყნის სტანდარტს, საქართველოში გატარებული რეგულაციების ნაწილი, კომპანიისთვის უცხო არ ყოფილა. მსგავსი გამოცდილება კი „კრედიტოონს“ ბაზარზე დარჩენასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

(R)

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს