ავტორი:

საქართველოში აშენდება გვირაბი, რომელიც  ამიერკავკასიაში ყველაზე განიერი იქნება

საქართველოში აშენდება გვირაბი, რომელიც  ამიერკავკასიაში ყველაზე განიერი იქნება

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით წაიკითხეთ ვრცლად