ავტორი:

"ჩვენი ჯობია" - თაკო ჩხეიძე და ნატალია ვოდიანოვა პარიზში

"ჩვენი ჯობია" - თაკო ჩხეიძე და ნატალია ვოდიანოვა პარიზში

მოდელი, სამოდელო სააგენტო Geomodels-ის ხელმძღვანელი თაკო ჩხეიძე ცოტა ხნის წინ პარიზში შეხვდა მსოფლიოში აღიარებულ რუს ტოპ მოდელს და საქველმოქმედო ფონდ Naked Heart Foundation დამაარსებელს ნატალია ვოდიანოვას.

ერთობლივი ფოტო ქართველმა მოდელმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "ის ანათებს შიგნიდან და გარედან" (She shines in and out).

ქართველი და რუსი ტოპ მოდელების ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: "ორი მშვენება"; "ჩვენი ჯობია"; "თაკო, შეუდარებელი ხარ ნამდვილად"; "ორთავე არაჩვეულებრივი ხართ"; "თაკო და ნატალია - ქალები, რომლებიც შთაგაგონებენ!"; - წერენ კომენტარებში.

მოდელების შეხვედრა პარიზში, დემნა გვასალიას Vetements-ის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. გვასალიამ ამჯერადაც არ უღალატა ჩვეულ ეპატაჟს და ჩვენება პარიზის ერთ-ერთ ყველაზე დიდ "მაკდონალდსში" ჩაატარა.

თაკო ჩხეიძე პარიზში მეუღლესთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად იმყოფებოდა.

თაკო აბაშიძე მეუღლესთან ერთად

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე