ავტორი:

უბედური შემთხვევა საირმეში - ფოტოს გადასაღებად ბორცვზე ასული დამსვენებელი ხრამში გადავარდა

უბედური შემთხვევა საირმეში - ფოტოს გადასაღებად ბორცვზე ასული დამსვენებელი ხრამში გადავარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, ერთი პირი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს