ავტორი:

210 525 ლარის შემოსავალი "რკინიგზაში" - რა ქონებას ფლობს "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

210 525 ლარის შემოსავალი "რკინიგზაში" - რა ქონებას ფლობს "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

10 აგვისტოს შემდეგ, შესაძლოა, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები, გაიფიცონ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის ილია ლეჟავას განცხადებით, გაფიცვაში შესაძლოა, რკინგზის 4 800-მა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა.

ლეჟავას ინფორმაციით, თანამშრომლები წლებია ხელფასების მატებას მოითხოვენ, თუმცა, პირებს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, მოთხოვნას „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია არ უკმაყოფილებს. პროფკავშირები, რკინიგზის გენერალური დირექტორის შემოსავალზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მისი ხელფასი 15 000 ლარია.

„საქართველოს რკინიგზაში“ კი აცხადებენ, რომ ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მათივე განცხადებით, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი 10%-ით მოემატება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებს.

მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 150 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე ამავე მისამართზე მდებარე 20 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს. ასევე მის საკუთრებაშია ორი - 1000 კვადრატული მეტრისა და 1 262 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ასევე ფერაძე ფლობს 4 მიწის ნაკვეთს მარნეულში. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო