ავტორი:

რა შემთხვევაში შეძლებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას

რა შემთხვევაში შეძლებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას

2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის წარდგენისას განაცხადა. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მარტივდება მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტი წარადგინა. გარდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს შორისაა: პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის გადანაწილება, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის მექანიზმი და ა.შ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება.

LIVE: არჩილ თალაკვაძე "360 გრადუსში"

"გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი" - ირაკლი კობახიძე

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?