ავტორი:

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა

გერმანიაში ბინის ქურდობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გერმანიის ციხიდან გაიქცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა.

„გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაქცევა შეძლო საქართველოს მოქალაქემ. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს