ავტორი:

"ანუკი ხუმრობდა მის ქორწილამდე არ განახებთო..." - კახა კალაძე მეოთხე შვილის ფოტოს აქვეყნებს

"ანუკი ხუმრობდა მის ქორწილამდე არ განახებთო..." - კახა კალაძე მეოთხე შვილის ფოტოს აქვეყნებს

თბილისის მერს, კახა კალაძესა და მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს შარშან მეოთხე ვაჟი შეეძინათ. პატარა საფრანგეთში დაიბადა. ნიკოლა უკვე 11 თვისაა. როგორც ცნობილია მერის მეუღლეს ბავშვების აღზრდაში ძიძები ეხმარებიან, რაც მას საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას არ ჩამოშორდეს.

დიზაინერის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ 4 შვილის დედა ზაფხულის ცხელ დღეებში ოჯახთან ერთად ხშირად მოგზაურობს და გლამურულ ფოტოსესიებშიც მონაწილობს.

ანუკი პატარა ვაჟის სახეს ამ დრომდე არ აჩენდა. თაყვანისმცემლები მას მუდმივად სთხოვდნენ, რომ ნიკოლა "გამოეჩინა" და როგორც აღმოჩნდა, ეს დღეც დადგა.

მეოთხე შვილის ფოტო კახა კალაძემ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლა ძმებთან ერთად ბორჯომშია გადაღებული. ფოტოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.

"როგორ ველოდებოდი ამ პატარა სიხარულს";

"აი პატარაც ვნახეთ.. .ანუკი ხუმრობდა მის ქორწილამდე არ განახებთო";

პატარა ნიკოლასთან გადაღებული ფოტო, სადაც მისი სახე ჩანს, "ინსტაგრამზე" ანუკიმაც გამოაქვეყნა.

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 25 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "შტაბში ხალხი პანიკაშია"