ავტორი:

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

10 აგვისტოს 19:00 საათზე, ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ (მემედ აბაშიძის #52) მკითხველს შეხვდებიან ქართველი მწერლები: გიორგი კეკელიძე, ალეკო შუღლაძე, ასევე „დამარხული ვაზის“ ავტორები: მალხაზ ჯაჯანიძე და არტურ იურკევიჩი.

ღონისძიებაზე წარადგენენ წიგნებს: გიორგი კეკელიძე - „სიკვდილი პიცერიაში“, „გურული დღიურები“; ალეკო შუღლაძე - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“; მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი - „დამარხული ვაზი“.

გიორგი კეკელიძე გამორჩეული წერის მანერითაა ცნობილი, რომელიც მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა. კეკელიძის იუმორი, წერის მარტივი სტილი ყველასთვის მისაღებია. გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე პროექტის „იკითხე ქართული“ ფარგლებში გამოსული „გურული დღიერების“ წარდგენა გაიმართება, მკითხველი ავტორის ახალ წიგნს „სიკვდილი პიცერიაში“ გაეცნობა.

ამ წიგნის მკითხველი ხან შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდება, ხანაც გამომძიებელი, შეეცდება, კვალი არ დაკარგოს და, მსხვერპლივით, გულუბრყვილოდ არ გაებას ინტრიგის ქსელში.

ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი რომანი „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ კი მკითხველს მსუბუქი იუმორისა და ადამიანური გრძნობების პარალელურად, ძალიან ღრმა და ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას.

ლატვიელი ჟურნალისტის, არტურ იურკევიჩისა და მალხაზ ჯაჯანიძის წიგნი „დამარხული ვაზი“ კი აფხაზეთის ომს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს. ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი.

მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს მათთვის საინტერესო კითხვები, აიღონ მათგან ავტოგრაფები ფა გადაიღონ ფოტოები. ღონისძიების ფარგლებში ქართველი მწერლების წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს