ავტორი:

რას ჰყვება მოძღვარი, რომელიც ციხეში მაგდა პაპიძესა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას ესაუბრება

რას ჰყვება მოძღვარი, რომელიც ციხეში მაგდა პაპიძესა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას ესაუბრება

მისი ცხოვრება ხან ბურუსით იყო მოცული, ხან კი ნათლით. საკუთარი თავის ძიებამ, უპასუხო სიყვარულმა და ათეიზმმა აღმა-დაღმა ატარა. დღეს ის მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმში ბრალდებულ ბექა შენგელიას მოძღვარია და საკუთარი თავის ძიებას კვლავ აგრძელებს. მამა გურამ ოთხოზორია თავისი ცხოვრების გზაზე "კვირის პალიტრას" უამბობს.

იგი სამეგრელოდანაა. როგორც ამბობს, სიღარიბეში გაიზარდა ექვსი დედმამიშვილი იყვნენ. სწავლა უნდოდა, მაგრამ სიღარიბის გამო, ფანქარიც კი არ ჰქონდა, რომ დაეწერა. სკოლაში ხუთოსანი იყო. როგორც მამა გურამ ოთხოზორია ყვება, პირველად მდიდარი მამის გოგო შეუყვარდა. გოგოს დედას უნახავს შეყვარებულისთვის გაგზავნილი წერილი და სახლში მიუკითხავს.

"შე უბედურო, რა ღატაკი ხარ, შენ გაგატან ჩემს შვილსო და შემომაყარა დახეული წერილი", - ამბობს მოძღვარი.

სტუდენტობა ვერაზე გაატარა. ამბობს, რომ მეუღლე სიყვარულით არ შეურთავს. სხვა გოგო უყვარდა.

"როდესაც ნინოს სიყვარულით ვიტანჯებოდი, ერთხელ ჩემი კურსელი მეუბნება, ადვენტისტების შეკრებაზე წავიდეთო. მე ინტრიგისთვის წავედი, რომ დამეცინა. იქ ერთ ქალს ამერიკული ბიბლია ჰქონდა. უთხრეს, გურამი შეყვარებულიაო და გადაშალა სახარება. მაშინ სიკვდილის შიშიც დავძლიე, გაქრა სიგარეტიც, უწმაწური სიტყვები...

...ყველასგან უარყოფილი ვიყავი - დედისგან, მეუღლისგან, იმიტომ, რომ სექტანტი ვიყავი... ჩემს რაიონში მეუფე სპირიდონი ჩამოვიდა და მეუღლემ მთხოვა, შეხვდიო. იმის ნაცვლად, ეთქვა, წადი, სექტანტი ხარო, მითხრა, სახარება რა კარგად გცოდნია, მოდი ჩვენთან, პატრიარქის კურთხევა მაქვს, წავიდეთ ყველა რაიონში და ერთად ვიქადაგოთ მე და შენო. მერე პატრიარქმა გაიგო ჩემ შესახებ. იქ ისეთი სითბო და სინათლე დამხვდა, გულში ჩამიკრა, დავუჩოქე, შენდობა ვთხოვე. 1995 წელს დიაკვნად მაკურთხა...

პატრიარქმა ორ წელიწადში ორჯერ დამიბარა მღვდლად კურთხევაზე, მაგრამ ჩემში მაინც იყო ბრძოლები. იმ პერიოდში ინდურ რელიგიას ვსწავლობდი მალულად. ერთმა მეუფემ შენ ღალატობ ეკლესიასო, მაგრამ პატრიარქთან რომ შევედი, ავუხსენი ყველაფერი და მითხრა: წადი, თუ კაბა ხელს გიშლის მსახურებაში, გაიხადე და როცა დაამთავრებ ძიებას, მაშინ მოდიო".

ეკლესიაში 13 წლის შემდეგ დაბრუნდა.

მე ყოველთვის დავდიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული. როდესაც მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც კი გამოუტანეს განაჩენი, მასთან იმ დროიდან დავდივარ. რომ დამინახა, ჩამეხუტა, ატირდა. მე თუ მასთან შევდივარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვამართლებ. ჩემი მისიაა როგორმე ღვთის ნათელი შევიდეს მასში, რომ შეძლოს მონანიება და მიხვდეს, რომ ღმერთი არ დასჯის ამის გამო. მაგდა ხატავს, თავისი სამყარო აქვს და ცდილობს თავი არ მოიკლას...

ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის. ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო ... - ამბობს პაპიძისა და შენგელიას მოძღვარი. წაიკითხეთ სრულად

თბილისის აეროპორტში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს - შსს-ს კომენტარი

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 13 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ქუთაისში 65 წლის მამაკაცი დააკავეს