ავტორი:

"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

კომპანია "თბილისი ენერჯის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

"თბილისი ენერჯი" აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს.

ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, 1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად კი გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება მეორე დღიდან და სრულად აღდგება 11 აგვისტოს 20 საათამდე.

კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი