ავტორი:

"ბიბლუსმა" სასკოლო სეზონი უკვე გახსნა - რა სიახლეებით ხვდება მაღაზიათა ქსელი ახალ სასწავლო წელს?

"ბიბლუსმა" სასკოლო სეზონი უკვე გახსნა - რა სიახლეებით ხვდება მაღაზიათა ქსელი ახალ სასწავლო წელს?

ზაფხული თითქმის მიიწურა და სასწავლო სეზონი ნელ-ნელა გვიახლოვდება. ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება ზაფხულის სიცხისგან დასვენებისა და მოდუნებისგან ერთგვარ გამოღვიძებას ჰგავს, როგორც შემოქმედებითი, ისე საქმიანი კუთხით.

სწავლის დაწყებამდე, ყველა, განსაკუთრებით, მოსწავლეების მშობლები ცდილობენ, მეცადინეობისთვის განკუთვნილი ინვენტარი შვილებს დროულად შეუძინონ, რათა არდადეგების ბოლო დღეებში დაუსრულებელ რიგებში არ მოუწიოთ დგომა.

სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისად, წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გადაწყვიტა, 5 აგვისტოდან მაღაზიებში სასკოლო ინვენტარის სრული ასორტიმენტი შეეტანა, რაც მთავარია, სააქციო ფასებად.

"ბიბლუსი" ახალ სასწავლო წელს უამრავი სიახლით ხვდება. ყველასთვის ნაცნობი ქართული ბრენდი Ponto განახლებული და უფრო ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი. ასევე, განახლდა უმაღლესი ხარისხის საკანცელარიო ნივთების ბრენდ "მილანის" კოლექციაც და ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებით ხვდება "ბიბლუსი" ახალ სასწავლო წელს და სასკოლო ინვენტარზე როგორი იქნება მინიმალური ფასები, ამის შესახებ AMBEBI.GE "ბიბლუსის" კომერციულ დირექტორს თინათინ ფეიქრიშვილს ესაუბრა.

გასულ წელთან შედარებით, ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულად მოემზადეთ. რა სიახლეები დახვდებათ "ბიბლუსის" მაღაზიებში დღეიდან შესულ მომხმარებლებს? წელს, სასკოლო პროდუქციის მიმართულებით გამორჩეულად ფართო ასორტიმენტი გვაქვს. მთელი წელია, "ბიბლუსი" განსაკუთრებით, იმპორტის მიმართულებით მუშაობს. პოდუქციის დიდი ნაწილი როგორც ევროპიდან, ისე ჩინეთიდან ჩამოგვაქვს, სადაც ჩვენს ქართულ ბრენდსPonto–ს პროდუქციასაც ვაწარმოებთ.

წელს, ამ მიმართულებით დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ, შესაბამისად, პროდუქციის მოცულობა საგრძნობლად გავზარდეთ და გვექნება ისეთი ასორტიმენტი რომელიც წინა წლებში "ბიბლუსში" არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდებშიც მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა.

"ბიბლუსში" შესულ მომხმარებლებს ძალიან ბევრი ლამაზი და გამორჩეული პროდუქცია დახვდებათ, რადგან წელს, გერმანიასა და ჩინეთში ჩატარებული მასშტაბური საკანცელარიო გამოფენებიდან არაერთი ულამაზესი ვიზუალი წამოვიღეთ.

რაც შეეხება კონკრეტულად, Ponto-ს, რომელსაც მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს, რას მოიცავს ის? Ponto არის "ბიბლუსის" ბრენდი, რომელიც უკვე წლებია, "ბიბლუსის" ქსელშია წარმოდგენილი. ჩვენ Ponto-ს პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებისთვის სპეციალურად შევქმენით ახალი დიზაინები უსაყვარლესი საბავშვო გმირებით, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა მხატვარი. შედეგად კი მივიღეთ ულამაზესი საბავშვო ვიზუალის ფანქრები, აკვარელები, ზეთის აკვარელები, პლასტელინები და სხვა პროდუქცია.

სიახლეა ისიც, რომ Ponto-ს მიმართულებით გვექნება 2 ხაზი: Ponto Kids ანუ საბავშვო პროდუქცია, რომელიც შედარებით დაბალი კლასის სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და Ponto Premium, რომელშიც შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქციაც არის წარმოდგენილი და უფრო მაღალი კლასის სეგმენტზეა მორგებული. ამ კატეგორიაში შევა გამორჩეულად მაღალი ხარისხის ფანქრები, რომლებიც შეიძლება, პროფესიონალური ხატვისთვისაც გამოვიყენოთ. ასევე, გვაქვს გამორჩეულად საინტერესო სამგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი პენლები, რომლებიც სასკოლო ნივთებით არის დაკომპლექტებული (ფლომასტერებით, ფანქრებით, მაკრატლებით და ა.შ). წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი