ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან

ცნობილი ქართველები, რომლებიც შვილებს ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით ზრდიან

ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის მემკვიდრეობასაც იღებენ.

ბებია-ბაბუები ის ადამიანები არიან, ვის გარეშეც ჩვენი ბავშვობა და ტკბილი მოგონებები წარმოუდგენელია. სწორედ ისინი უვსებენ სამსახურით თუ სწავლით დაკავებული მშობლების ნაკლებობას პატარებს, ზრუნავენ მათზე და ხშირად, ზედმეტადაც ანებივრებენ.

ბოლო დროს საქართველოში შვილიშვილის აღზრდაში ბებიების როლი ძიძებმა ჩაანაცვლეს, თუმცა არის ქართული ოჯახები, სადაც ეს ტრადიცია არ დარღვეულა და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანების ოჯახებიც.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ ცნობილებს, რომლებმაც შვილები ძიძების გარეშე, მშობლების დახმარებით აღზარდეს:

ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და კალათბურთელი ირაკლი კეიდია მშობლები 6 წლის წინ გახდნენ. მათ ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დანიელი დაარქვეს.

პატარა დანიელზე მშობლები თანაბრად ზრუნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთად კარგა ხანია აღარ ცხოვრობენ. ამჯერად ნანკას, პატარა დანის აღზრდაში დედა, თამარ გოჩიტაშვილი ეხმარება.

შვილის გაჩენის შემდეგ ნანკას ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა, ის სულ ცდილობს დანისთან ერთად იყოს, შვილს კი, მხოლოდ დედას და ყოფილ მეუღლეს ანდობს.

სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძეს და პროდუსერ ლაშა ბასლანძეს ერთი შვილი - ალესანდრო ბასლანძე ჰყავთ. 4 წლის ალესანდრო ცელქი და მოუსვენარი ბიჭუნაა, თუმცა მის აღზრდაში ოჯახს ძიძის დახმარება არ დასჭირვებია.

"დედაჩემმა როგორც კი გაიგო ორსულად ვიყავი, ჩამოვიდა და იმის შემდეგ, ის და ლაშას დედა, აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდაში. მუცლიდან მეხმარებიან ალესანდროზე ზრუნვაში.

ორი კვირის იყო სანტი, როცა გასვლა და დატოვება მომიწია, მას შემდეგ გავედი და გავედი... პატარას დატოვების პრობლემა არასოდეს არ მქონია. ძიძების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან დიდი ფუფუნება მაქვს ჩვენი მშობლების სახით და ძიძა არ ავიყვანე" - ამბობს სალომე ბაკურაძე.

ლიკა ევგენიძე

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ორი შვილის დედაა. მას ნიკა ალასანიასთან ქორწინებიდან ალექსანდრე და ანა სოფია ჰყავს. ბავშვები ამერიკაში დაიბადნენ, თუმცა წყვილის დაშორების შემდეგ, ლიკა საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა.

მშვენიერი ლიკა აშშ-ში ყოფნის დროს შვილებს დამოუკიდებლად ძიძების გარეშე ზრდიდა, რაშიც პირველი მეუღლე და მისი მშობლები ეხმარებოდნენ.

"სხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გიჭირს, შვილი უცხო ადამიანს ანდო, გარდა ამისა, იყო სხვადასხვა ფაქტორიც, თან ძიძა მუდმივად არ მჭირდება" - ამბობდა ლიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტელეწამყვანის შვილები უკვე წამოიზარდნენ და ახლაც ძიძის გარეშე იზრდებიან. მათ აღზრდაში დიდი წვლილი აქვს ლიკას დედას, ნინა კალანდაძეს, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს და დახვეწილ ქალად ითვლება. ნინა ქართული კინოს მშვენების - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ.

ნინა კალანდაძე ცნობილი შვილისგან და ყოფილი მეუღლისგან - დათო ევგენიძისგან განსხვავებით, საჯარო ცხოვრებით არ გამოირჩევა, არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები და ძირითადად ოჯახური ცხოვრებით არის დაკავებული. რაც შეეხება ლიკას ჩართულობას ბავშვების აღზრდაში, ის ცდილობს თავისუფალი დრო მუდმივად შვილებთან გაატაროს, თუმცა როცა დრო არ აქვს, სწორედ დედა ეხმარება მათ აღზრდაში.

რუსკა მაყაშვილი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი დედა ორი წლის წინ გახდა. მას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს 2017 წელს ილია შეეძინათ. პატარა ბიჭუნა ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავია. ილია დედას თითქმის ყველგან თან დაჰყავს და მას ძიძის გარეშე ზრდის.

"ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია მისი სამსახურში მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის" - ამბობს რუსკა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

რუსკას და სანდროს გაუმართლათ, მათ ახალგაზრდა მშობლები ჰყავთ, რომლებიც პატარა ილიას აღზრდაზე ზრუნავენ. პატარა ილიასთან ბევრ დროს ატარებს რუსკას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილიც.

ლელა წურწუმია და მამულიჩა

ლელა წურწუმია წლებია ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალია. სწორედ მაშინ, როცა ლელა პოპულარობის ზენიტში იყო, მისი და მეუღლის, პროდიუსერ კახი მამულაშვილის ცხოვრებაში მარიკო გაჩნდა.

მარიკო ლელამ ძიძის გარეშე გაზარდა. პატარა გოგონას აღზრდაში მათ მამულიჩას დედა ნანა ტრაპაიძე ეხმარებოდათ, რადგან ლელას მუდმივად ჰქონდა გასტროლები და დატვირთული რეჟიმი, მისი ქალიშვილი კი ხშირად ბებოსთან ატარებდა დროს.

მარიკო მამულაშვილს დღემდე განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს გამზრდელ ბებიასთან.

ნინი დედალამაზიშვილი

პროდიუსერი ნინი დედალამაზიშვილი ცნობილი ოჯახის წევრია. დედამისი ციცი ფალავანდიშვილი მუსიკოსია, ძმა გიგი კი ცნობილი ჯგუფის - "მგზავრების" სოლისტი. ნინის ქალიშვილი ელენე ოჯახში პირველი და ნანატრი შვილიშვილია, შესაბამისად, მას დაბადებიდან ძალიან ანებივრებდნენ ოჯახის წევრები:

"ელენე ჩვენს ოჯახში პირველი შვილიშვილია, დედაჩემი პირველად გახდა ბებია, როცა ელენე დაიბადა, ამიტომ დღის წესრიგში არასდროს დამდგარა ძიძის აყვანის საკითხი.

ჩემი შვილის აღზრდაში ერთდროულად იყვნენ ჩართული როგორც ციცი, ასევე მამაჩემი და ჩემი ძმა გიგი დედალამაზიშვილი. ოჯახური ტრადიციაც გაგრძელდა ამ სახით ჩვენს ოჯახში, როგორც ჩვენს აღზრდაში და სწავლაში იყო ჩართული ჩვენი ბებია, ისე გრძელდება ელენეს და ციცის შემთხვევაშიც.

რაც მთავარია, ისინი არიან მეგობრები, ბევრს ლაპარაკობენ, ახლაც ერთად არიან დასასვენებლად. ელენე წელს პირველად მიდის სკოლაში და ციცის წყალობით ძალიან კარგად არის მომზადებული" - გვიყვება ნინი დედალამაზიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ესპანური გამოცემა Etapa Infanti, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, წერს რომ, ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს, არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის - ეს კავშირი გენის დონეზეა!

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს, სადაც პოპის დედოფალი თინეიჯერს ჰგავს, სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია?"