ავტორი:

ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა

ჯგუფ „შინის“ პერკუსიონისტი და ვოკალისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი მელანომა გახდა, რომელმაც, როგორც ირკვევა, მოულოდნელად იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, გერმანიაში მოხდა.

ღაღანიძის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" მუსიკოსის მეგობრები წერენ, მათ შორის ტელეჟურნალისტი მარინა სალუქვაძე. ის და მისი მეუღლე, მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი გარდაცვლილი მუსიკოსის მეგობრები არიან. "მამუკა ღაღანიძე აღარ გვყავს..." - წერს მარინა სალუქვაძე, მისივე ინფორმაციით ღაღანიძე გერმანიაში გარდაიცვალა.

"არ ვიცი... მამუკას გარდაცვალება უდიდესი ტკივილია. არაჩვეულებრივი მუსიკოსი, შემსრულებელი, გამორჩეული იმპროვიზატორი. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ჯგუფს "შინ" - წერს ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრი მიშო ჯავახიშვილი.

ღაღანიძე "შინის" კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ემოციური და საინტერესო წევრი იყო. ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საქართველოდან 90-იანი წლების შუა ხანებში წავიდა და გერმანიაში ცხოვრობდა. ჰყავს მეუღლე და შვილები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო